კლიმატის ცვლილება აორმაგებს წყალდიდობების რისკს – მეცნიერები

News.ge 2 თვის წინ 93
კლიმატის ცვლილება აორმაგებს წყალდიდობების რისკს – მეცნიერები

ციკლონმა „ბორისმა“, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას დაატყდა თავს, კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. მეტეოროლოგების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებამ გააორმაგა ასეთი წყალდიდობების ალბათობა.
ფრიდერიკ ოტო, კლიმატოლოგი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი: „ამ კვლევაში ჩვენ დავაკვირდით თუ როგორ გაზარდა ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის წვის შედეგად გამოწვეულმა კლიმატის ანთროპოგენურმა ცვლილებამ ნალექების ალბათობა და ინტენსივობა, რამაც მოახდინა წყალდიდობის პროვოცირება. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კლიმატის ცვლილებამ დაახლოებით გააორმაგა მსგავსი მოვლენების დადგომის ალბათობა, ხოლო ნალექების ინტენსივობა გაიზარდა დაახლოებით 7-20%-ით“.
12-დან 15 სექტემბრის ჩათვლით, რეკორდული წვიმა მოვიდა ავსტრიაში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. წყალდიდობის მსხვერპლი სულ მცირე 24 ადამიანი გახდა. სტიქიამ მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა დაზარალებულ ქვეყნებს.
euronews

სრულად წაიკითხეთ სტატია