კლაუდიო რანიერი “რომას” მწვრთნელი უკვე მესამედ გახდება

News.ge 1 თვე წინ 51
კლაუდიო რანიერი “რომას” მწვრთნელი უკვე მესამედ გახდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, “რომას” ახალი მწვრთნელი 73 წლის სპეციალისტი კლაუდიო რანიერი გახდება.
გამოცდილი დამრიგებელი გასულ სეზონში “კალიარის” ავარჯიშებდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და თქვა, რომ სამწვრთნელო კარიერას ასრულებს, თუმცა “ჯალოროსის” შემოთავაზებაზე უარი ვერ თქვა.
რანიერი “რომას” ორჯერ უკვე ხელმძღვანელობდა. პირველად ეს 2009/11-წლებში იყო, მეორედ კი 2019 წელს.
მოგეხსენებათ, “სტადიო ოლიმპიკოზე” სეზონი დანიელე დე როსიმ დაიწყო, რომელიც ხორვატი ივან იურიჩით ჩაანაცვლეს, მაგრამ სერია A-ს ბოლო ტურში “მგლები” საკუთარ მოედანზე “ბოლონიასთან” 2:3 დამარცხდნენ და იურიჩსაც კარისკენ მიუთითეს.
იტალიის ჩემპიონატის
საწყისი 12 ტურის შემდეგ “რომას” 13 ქულა აქვს და მე-12 პოზიციაზეა.

სრულად წაიკითხეთ სტატია