საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე, შალვა
პაპუაშვილი, ეხმიანება
ევროკავშირის ელჩის, პაველ
ჰერჩინსკის განცხადებას,
რომლის თანახმად,
„პრობლემა არ არის
ბრიუსელში, არც
ვაშინგტონსა და კიევში, ის
არის აქ,
საქართველოში“.პაპუაშვილის
განცხადებით, რა თქმა უნდა,
კიევის ბრალი არ არის, 2021
წლის არჩევნების წინ
საქართველოში მიხეილ
სააკაშვილის ფარული
შემოგზავნა და არც
ბრიუსელის ბრალია ის, რომ
მსჯავრდადებული
სააკაშვილის
გათავისუფლებას
ითხოვს.„რა თქმა უნდა,
კიევის ბრალი არ არის,
უკრაინის სამხედრო
დაზვერვამ 2021 წლის
არჩევნების წინ
საქართველოში მიხეილ
სააკაშვილის ფარული
შემოგზავნა რომ დაგეგმა და
განახორციელა.რა თქმა უნდა,
ბრიუსელის ბრალი არ არის,
ევროკავშირი მსჯავრდებული
მიხეილ სააკაშვილის
გათავისუფლებას რომ
ითხოვს.ჩვენი ბრალია,
ჩვენი!“, - წერს შალვა
პაპუაშვილი სოციალურ
ქსელში.