კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც სურს ევროპის სახელით გააპროტესტოს რამე, ეს არ არის ევროპა - „ნაცური ევროპა“ იყო, როდესაც სამწუხაროდ ევროპაც კი სდუმდა, რა დღეშიც გვაგდებდა „ნაციონალური მოძრაობა“ - ნინო წილოსანი

Primetime.ge 3 კვირის წინ 10
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც სურს ევროპის სახელით გააპროტესტოს რამე, ეს არ არის ევროპა - „ნაცური ევროპა“ იყო, როდესაც სამწუხაროდ ევროპაც კი სდუმდა, რა დღეშიც გვაგდებდა „ნაციონალური მოძრაობა“ - ნინო წილოსანი
პოლიციელები არიან ადამიანები, ვის ხელში არის ჩვენი უსაფრთხოება. ისინი დღე და ღამე იბრძვიან და იცავენ ამ ქვეყანას და თავიანთ სიცოცხლეს რისკის ქვეშ იგდებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც სურს ევროპის სახელით გააპროტესტოს რამე, ეს არ არის ევროპა. ევროპა არ არის იმ ადამიანების გვერდით დგომა, ვინც რეალურად გვერდით უდგათ. ვინ უნდა შეიყვანონ ისინი ევროპაში?! „ნაცურიევროპა“ იყო, როდესაც სამწუხაროდ ევროპაც კი სდუმდა, როდესაც რა დღეში გვაგდებდა „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.შსს ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი. ისინი დამწვრობებითა და მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
სრულად წაიკითხეთ სტატია