ამერიკის შეერთებული
შტატები არის
ზესახელმწიფო და ამიტომ
ლოგიკურია ძალიან დიდი
ინტერესი, რა საშინაო და
საგარეო პოლიტიკა ექნება
ახალ პრეზიდენტს. ამ ეტაპზე
ჯერ ყველა კონტური ნათელი
არ არის, მაგრამ შეგვიძლია,
რამდენიმე ძირითადი
დასკვნა გამოვიტანოთ, –
ამის შესახებ „ქართული
ოცნების“ წევრმა, ლევან
მახაშვილმა
განაცხადა.მისი თქმით,
დონალდ ტრამპის
ადმინისტრაციის საშინაო
და საგარეო პოლიტიკა
მთლიანად აგებული იქნება
ამერიკის ინტერესებზე.„ის
მთლიანად მორგებული
იქნება იმაზე, რომ ამერიკამ
მაქსიმალურად მეტი
სარგებელი მიიღოს ამ
პოლიტიკისგან. ლოგიკურია,
ამის გამო ჩვენ სერიოზული
დასკვნები უნდა
გამოვიტანოთ. მეორე
დასკვნა რაც შეიძლება
გავაკეთოთ ეს არის, რომ
ტრამპი როგორც ჩანს,
აპირებს ლიბერალური
იდეოლოგიის დემონტაჟს ან
გადაფასებას,
მნიშვნელოვნად შეზღუდვას.
ეს უკვე მისი არსებული
გადაწყვეტილებებით
რამდენიმე მიმართულებით
გამოიხატა. პირველი
გენდერის საკითხია. იგი
მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალი
და კაცი არის მხოლოდ ის ორი
გენდერი, რომელიც არსებობს
და ის არ აღიარებს სხვა
გენდერს. მეორე, ეს არის
ოჯახური, ტრადიციული და
კონსერვატიული
ღირებულებების
პატივისცემა. მესამე, რაზეც
გუშინ გადაწყვეტილება
მიიღო ეს არის „დიფ
სთეითის“ დემონტაჟი.
ამერიკის ადმინისტრაციის
და ბიუროკრატიის „დიფ
სთეითისგან“ და
არაფორმალური
გავლენებისგან გაწმენდა.
კიდევ რასაც ვხედავთ ეს
არის ძალიან გამკაცრებული
საემიგრაციო პოლიტიკა“, –
განაცხადა
მახაშვილმა.ლევან
მახაშვილის განცხადებით,
მმართველი პარტია
ადასტურებს მზაობას, რომ
საქართველოს და აშშ-ის
შორის ურთიერთობები
ნორმალურ კალაპოტს
დაუბრუნდეს.„ჩვენ რაც უნდა
გავაკეთოთ და რა
დასკვნებიც უნდა
გამოვიტანოთ არის, რომ
გვქონდეს საერთო
ინტერესები, საერთო ხედვა
და საერთო მიდგომა ბევრ
საგარეო პოლიტიკურ
საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ დავიწყებთ
მოქმედებას იმაზე, რომ
ჩვენი ინტერესები
გადაიკვეთოს. ჩვენ კიდევ
ერთხელ ვადასტურებთ
მზაობას ამ ურთიერთობების
ნორმალურ და ცივილურ
კალაპოტში დასაბრუნებლად.
გუშინ დონალდ ტრამპმა 42
აღმასრულებელი
გადაწყვეტილებები მიიღო.
ერთ-ერთში პირდაპირ წერია
„დიფ სთეითის“ დემონტაჟი.
ეს არის ერთ-ერთი დიდი
მიმართულება, სადაც ჩვენი
ხედვები ერთმანეთს
ემთხვევა. მეორე დიდი
მიდგომა, რაშიც ჩვენს
პოზიციებს შორის
თანხვედრა არსებობს,
ოჯახური ღირებულებებია.
კიდევ ერთი – ეს არის
საგარეო პოლიტიკური
საკითხი. ჩვენი ხედვა არის
ის, რომ ყველა ქვეყნის
ეროვნულმა ხელისუფლებამ
უპირველეს ყოვლისა
საკუთარ საზოგადოებასა და
საკუთარ სახელმწიფოზე
უნდა იზრუნოს. ასეთია
როგორც დონალდ ტრამპის,
ასევე ჩვენი მიდგომაც.
ფუნდამენტურ საკითხებზე
თანხვედრა გვაძლევს იმის
იმედს, რომ საქართველოსა და
აშშ-ის ურთიერთობები
აღდგება. ჩვენგან ამის
სრული მზადყოფნაა“,-
განაცხადა მახაშვილმა.