„ხალხის ძალის“ წევრი
დავით ქართველიშვილი
ევროკავშირის ელჩის პაველ
ჰერჩინსკის მიერ „ქართული
ოცნების“ ბანერებზე
გაკეთებულ განცხადებას
ეხმიანება, რომლის თქმითაც,
„ეს არის აღმაშფოთებელი,
სამარცხვინო და ამაზრზენი -
ჩვენ გვაქვს მშვიდობა
უკრაინელი ხალხის
მსხვერპლის წყალობით და
ისინი იმსახურებენ ჩვენს
უკიდურეს
პატივისცემას“.„კიდევ
ერთი სამარცხვინოდ
აღშფოთებული და
ამაზრზენად შეშფოთებული -
ასე იცის 41-გრადუსიანმა
სიცხემ. ესენი 27-ში რჩებიან,
თუ ბილეთები დაჯავშნილი
აქვთ უკვე? მე ვერ
წარმომიდგენია, სამსახური
როგორ უნდა გააგრძელონ აქ?
მოკლედ, ასე გააგრძელეთ -
ყველაფერს ვამჩნევთ,
ყველაფერს ვიმახსოვრებთ“, -
წერს დავით ქართველიშვილი.