ბუდაპეშტის Mathias Corvinus Collegium-ის
ევროპული კვლევების
ცენტრის ხელმძღვანელი
როდრიგო ბალესტერი
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრის მაკა
ბოჭორიშვილისთვის,
ევროპაში უსაფრთხოებისა
და თანამშრომლობის
ორგანიზაციის (ეუთო)
საპარლამენტო ასამბლეის
სახელით, ეუთო-ს
სადამკვირვებლო მისიის
ხელმძღვანელის პასკალ
ალიზარდის მიერ
გამოქვეყნებულ წერილს
სოციალურ ქსელ X-ში
ეხმაურება.როდრიგო
ბალესტერი მიკრობლოგში
ევროპარლამენტარ რასა
იუკნევიჩიენეს მიმართავს
და წერს, რომ წერილი თავის
სათქმელს ამბობს და,
ინტერესდება, კიდევ აქვთ თუ
არა ძალა გადატრიალების
მხარდასაჭერად.“ეუთო-ს
სადამკვირვებლო მისიის
ხელმძღვანელის პასკალ
ალიზარდის ბოლო წერილი
თავის სათქმელს
ამბობს.რასა იუკნევიჩინეს
და სხვა პუტჩისტებს, კიდევ
გაქვთ ძალა გადატრიალების
მხარდასაჭერად? ამის
შემდეგ რის მტკიცებას
დაიწყებთ, რომ ეუთო
პრორუსულია, რადგან
გეწინააღმდეგებათ?“, - წერს
ბალესტერი.