კიასტუსის ბუდრისი: უნდა მოვამზადოთ სანქციები ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების ძალისხმევაში, უნდა ვიმოქმედოთ სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი მხარდაჭერით

Primetime.ge 2 დღის წინ 2
კიასტუსის ბუდრისი: უნდა მოვამზადოთ სანქციები ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების ძალისხმევაში, უნდა ვიმოქმედოთ სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი მხარდაჭერით
უნდა მოვამზადოთ სანქციები ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებისკენ მიმართულ ძალისხმევაში, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, ასევე უნდა იმოქმედონ პოლიტიკური იზოლაციით, სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი მხარდაჭერით.„ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარება უფრო მეტად უარესდება. ჩვენი მხრიდან უმოქმედობამ დამატებითი ბიძგი მისცა ამას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რეაგირება მოვახდინოთ და ჩვენ უნდა მოვამზადოთ შემდგომი სანქციები ყველას წინააღმდეგ, ვინც იყო ჩართული ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. ჩვენ ვიხილეთ დიდი საქმეები, რომლებიც მათ წინააღმდეგ წარადგინეს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ შემდგომი სანქციებით, შემდგომი ზეწოლით რეჟიმზე, პოლიტიკური იზოლაციით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი მხარდაჭერით. ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირის ნაწილად ყოფნა სურს. ჩემს საზოგადოებაში ვხედავ, რომ 60%-ზე მეტ ლიეტუველს სურს, საქართველო იყოს ევროკავშირის ნაწილი და ორივე მხრიდან არსებობს ვალდებულებები. საქართველოს მხრიდან არსებობს ვალდებულება, დააკმაყოფილოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები და ევროპული ერებისგან არსებობს ვალდებულება, მხარი დაუჭირონ საქართველოს ამ გზაზე. ასე რომ, ასე უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა კიასტუსის ბუდრისმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია