კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს – იტალიელები მის შესაძლო სათადარიგოეობაზე წერენ, გრანდებში შესაძლო ტრანსფერზე კი ახალი ამბები ვრცელდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ქართველს შესაძლოა, 21 დეკემბერს “ჯენოასთან” გასვლაზე თამაშის შესაძლებლობა მიეცეს.
ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, “კვარას” დაბრუნების შემდეგ “პარტენოპეის” დამრიგებელი ანტონიო კონტე დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდება და შესაძლოა, ჩვენებური სათადარიგოთა შორის დატოვოს.
ქართველის კონკურენტმა დავიდ ნერეშმა “უდინეზესთან” შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მას კონტე აქებს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოისაზრებს.
პარარელურად, Teamtalk და სხვა გამოცემები წერენ, რომ კრიზისში მყოფი “სიტი” გამოსავალს ეძებს და ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი
აქვს შეგულებული.
მანჩესტერელებმა ამ მხრივ შესაძლოა, სულაც იანვარშივე იაქტიურონ, რადგან ხოსეპ გვარდიოლას გუნდის გაძლიერება სასწრაფოდ ესაჭიროება.
მსოფლიო სპორტულ პრესაში კვლავ აქტუალურია ჩვენებურისა და “ბარსელონას” კავშირიც, ოღონდ აქ განსხვავება ისაა, რომ თუ “ბლაუგრანა” ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს და “ნაპოლის” მიმართავს, ეს ზაფხულში მოხდება.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩას “პარტენოპეისთან” კონტრაქტის გახანგლძრივებაზე სატრანსფერო ექსპერტმა ჩირო ვენერატომ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების გახანგლძრივებაზე დადებითი ძვრები შეინიშნება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი “ნაპოლიში” დიდხანს დარჩება.
ახალ კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ზოგ გუნდს კვარაცხელიას გამოსყიდვა 80 მილიონად შეეძლება, ზოგსაც კი 100 მილიონად.
კვარას შეცვლა სრულფასოვნად, ნერეშს არ შეუძლია, იმ
მითითებრბით, რასაც კონტე ითხოვს, დაცვაში არაპრპდუქყიულია ნერრში, განსხვავებით ხვიჩასგანან და დიდი უმეცრებაა, დღეს ხვიჩას, შესაძლებლობებს შეადატო, ნერეშისა, მითუმეტეს შეტევაში. დროა ხვიჩა წავიდეს ტიტულების მოსაგებად და კარგი იქნება, თუ ეს აღმოჩნდრბა ჰანსი ფლიკის “ბარსელონა”