იტალიურ მედიაში “ნაპოლისთან” ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტსა და მის დავიდ ნერეშთან კონკურენციაზე სტატიები არ წყდება.
ერთ-ერთი გამოცემა Corriere Del Mezzogiorno წერს, რომ მიუხედავად სერია A-ს ბოლო ტურში გატანილი გოლისა, გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე მისგან უფრო მეტს მოელის.
“ემპოლისთან” შეხვედრის წინ “პარტენოპეის” მესაჭე ამბობდა, რომ დილემა სწორედ ის ქონდა, ძირითადში ხვიჩა დაეყენებინა თუ დავიდ ნერეში, მან საბოლოოდ არჩევანი ქართველზე გააკეთა, მაგრამ კვარაცხელიამ ის ვერ დაარწმუნა.
“კონტე მისგან უფრო მეტს მოელის. ის ხვიჩას პსჟ-ში ტრანსფერს ეწინააღმდეგებოდა და კლუბში მისი დარჩენა სურდა. ანტონიო
მიაჩნია, რომ კვარაცხელიას მოედანზე მოძრაობების მონაცვლეობით, შეუძლია კიდევ უფრო გამჭრიახი და საშიში გახდეს”, – წერს Corriere Del Mezzogiorno.
calciomercato კიდევ უფრო შორს მიდის და გვამცნობს, რომ დიდი შანსია, 26 ოქტომბერს “ლეჩესთან” საშინაო დაპირისპირებაში ქართველი თადარიგში ვიხილოთ და მის ადგილზე დავიდ ნერეში დადგეს.
ამის ალბათობას ზრდის ის ფაქტიც, რომ “ნაპოლის” უკვე შუა კვირაში 29 ოქტომბერს “მილანთან” გასვლა ექნება და გუნდში როტაციაც საჭიროა.