კვარაცხელია და მიქაუტაძე ერთმანეთის პირისპირ – მეკარე დონარუმასთან ინცინდენტის შემდეგ…

News.ge 1 დღე წინ 4
კვარაცხელია და მიქაუტაძე ერთმანეთის პირისპირ – მეკარე დონარუმასთან ინცინდენტის შემდეგ…

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ს სადებიუტო გოლითა და საგოლე პასით კი ვხარობთ, თუმცა მოკლე დროში პსჟს მორიგი მატჩისთვის ვემზადებით, რომელიც ქართული დუელიცაა. კვირას, 23 თებერვალს, 23:45 საათზე, 23-ე ტურში, ლიგა 1-ის ლიდერი და დაუმარცხებელი პარიზელები სამეულისთვის მებრძოლ, გიორგი მიქაუტაძის “ლიონს” “პარკ ოლიმპიკზე” (56 186) ესტუმრებიან.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. მიქაუტაძემ დონარუმას კარი აიღო, რასაც მათ შორის მცირე ინცინდენტიც მოჰყვა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტოს დაუბრუნდა და შედეგიანობაც (სულ 6 გოლი, 1 საგოლე პასი) მოვიდა, მწვრთნელშეცვლილი გუნდიც უკეთ ათამაშდა.
ასე რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს სერიოზული გამოცდა ელით. იმედია, ლაკაზეტის ავტორიტეტი პრინციპული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მის დაბრუნებაზე არ იმოქმედებს.
მას შემდეგ, რაც პსჟ გრანდი გახდა, ამ გუნდების ურთიერთთამაში მათი დიდი დომინაციით მიმდინარეობს. იყო რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა. ბოლოს ლიონელებმა დედაქალაქელები მისსავე მოედანზე რომ დაამარცხეს, გამარჯვების გოლი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა, რომელიც ახლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუტევს. სხვა წარმატებული გამონათებები მაშინ იყო, ლიონელებს “ნაპოლის” ექსთავკაცი რუდი გარსია რომ ავარჯიშებდა. ამ დაპირისპირებას არც გაძევებები აკლია, დანი ალვეშის წითელი ბარათიც გვახსენდება.
მიქაუტაძე და დონარუმა

რასაც ველით, პარიზელთა რიგებში როტაციაა. რადგანაც ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 90 წუთი ითამაშა, ეს მისი დასვენების შანსებს ზრდის. ამავდროულად, ის ადაპტაციის პროცესს სრულად გადის. აშკარად ჩანს, როგორც “კვარა”, ასევე ბარკოლა მარცხნივ თავს უკეთ გრძნობენ. სხვა დროს როგორც არ უნდა გადაწყვიტოს, იმავე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლუის ენრიკეს ამ საკითხზე დილემა აუცილებლად დაუდგება. ვნახოთ, რა იქნება ახლა და რა შუა კვირაში, თასის მეოთხედფინალში, სამოყვარულო კლუბ “სტად ბრიოშინთან.” დიდი ხანია, გუნდს ერთკვირიანი დასვენების შესაძლებლობა არ ჰქონია.
საოცარი სერიის შემდეგ, უსმან დემბელეს ორი მატჩია არ გაუტანია. იმედია, მისი ფორმის პიკს არ გადაუვლია და დარჩენილ დროშიც შედეგიანი იქნება. ზაირე-ემერის დაბრუნება საკმაოდ გადაიდო. ლიონელთა მხარეს, როგორც ნუამაჰი, ასევე ტოლისო და ჩერკი, კარგ ფორმაში შევიდნენ.
შეხვედრის მთავარი მსაჯი 37 წლის ერიკ ვატელიეა, რომელიც პარიზელთა მატჩზე ნაკლებადაა, ორ თებერვალს ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენს” მოემსახურა, 11 იანვარს კი “ბრესტი” – “ლიონი” (2:1) განსაჯა.

სრულად წაიკითხეთ სტატია