“კვარას” დიდებული გოლი – პსჟ-მა “ასტონ ვილას” 3:1 მოუგო [VIDEO]

News.ge 6 დღის წინ 5
“კვარას” დიდებული გოლი – პსჟ-მა “ასტონ ვილას” 3:1 მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა.
მიუხედავად ზოგიერთი ფრანგული გამოცემის ვარაუდისა, უფრო კი სურვილისა, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კვარაცხელია ისევ სასტარტოში დააყენა. ხვიჩა თავიდანვე ძალიან აქტიური იყო, პოზიციებს მუდმივად იცვლიდა, კამარასთან ბრძოლაში საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ წამოდგა, დემბელეს დარტყმული კი მეკარე მარტინესმა მოიგერია. შემდეგ ქართველმა მეტოქეს ბურთი აართვა, დრიბლინგი წამოიწყო, კეშმა წააქცია და მას მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. პარიზელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, ვიტინიას გატანა მარტინესმა არ დაანება, ხოლო მენდეშის შეცდომის შედეგად წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევისას
სტუმრები როჯერსმა დააწინაურა. თუმცა, მალე დუემ შორიდან დიდებული გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „კვარამ“ დისასი გააბითურა და არგენტინელს თქვენი მოწონებული გაუტანა. ცოტა ხანში ხვიჩამ დუბლის შესრულება სცადა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი დისასიმ დაბლოკა. მერე ქართველის პასით მარტინესის კარი ჰაკიმიმ დალაშქრა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. კომპენსირებულ დროში მენდეშმა დემბელეს გადაცემა მიიღო და ბურთს მარტინესის კარში მიუჩინა ადგილი.
საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ჩატარდება.
პსჟ – ასტონ ვილა 3:1
გოლები: 0:1 როჯერსი (35), 1:1 დუე (39), 2:1 კვარაცხელია (49), 3:1 მენდეში (90+2)
კვარას მოაქვს დიდი სიხარული და რაღაცნაირი მუხტი. კვარა ნამდვილი ჩემპიონია. ის როცა მინდორზეა ყველას უხარია და უნდა თამაში. ღმერთი შენსკენ კვარა. ფინალში მჭირდება შენგან ერთი გოლი. დღეს პროგნოზში შევცდი მაპატიეთ 4:1 მეგონა დამთავრდებოდა

სრულად წაიკითხეთ სტატია