კვადრატული სახის ფორმის მფლობელი ადამიანები მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან - რას ამბობს სახის ნაკვთები ჩვენს პიროვნებაზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 30
კვადრატული სახის ფორმის მფლობელი ადამიანები მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან - რას ამბობს სახის ნაკვთები ჩვენს პიროვნებაზე
ჯერ კიდევ ანტიკური ხანის საბერძნეთში ღრმად სჯეროდათ, რომ თავისა და სახის ზონები ცხოვრების გარკვეულ ასპექტებზე იყვნენ პასუხისმგებლები. ასე მაგალითად, ისინი მიიჩნევდნენ, რომ შუბლი - გონებრივ სფეროს განაგებდა, სახის კუნთები, ცხვირი და ლოყები - მორალსა და ემოციებს განსაზღვრავდნენ, პირი და ნიკაპი კი, ინსტინქტებს განასახიერებდა.მკვლევრები დღესაც აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ გარეგნული მახასიათებლები, ჩვენივე ხასიათისა და ქცევის ერთგარი ანარეკლია.  ამის დასტურად, 2008  წელს კანადელმა მეცნიერებმა საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.  ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, მოქმედებდა თუ არა თავის ფორმა ადამიანის აგრესიულობაზე.  ჰოკეისტების გარეგნობის შესწავლის შედეგად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო ფართო სახე აქვს ადამიანს, ის ძალადობისკენ უფრო მეტადაა მიდრეკილი.ვნახოთ, თუ რას ნიშნავს და რას გვეუბნება სახის კონკრეტული ფორმა და ნაკვთები - ადამიანი ხასიათზე.სახის ფორმებიმეცნიერების თქმით, კვადრატული (ან მართკუთხა) სახის მფლობელი  ადამიანები მტკიცე ხასიათით, ძლიერი ნებისყოფითა და სიჯიუტით გამოირჩევიან. მათ ზუსტად იციან, რა სურთ და როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს. პრაქტიკული და პრაგმატული "კვადრატულები" (როგორც მათ ექსპერტები უწოდებენ)  ყოველთვის გონებით მოქმედებენ, ისინი გრძნობებს არასდროს ემორჩილებიან. ასეთი ადამიანები კარგი ანალიტიკოსები არიან.რაც შეეხება სამკუთხა სახის ფორმის მქონეებს - ისინი ძირითადად არაორდინარული და თავისუფლების მოყვარე ადამიანები არიან. აქვთ არაჩვეულებრივი  იუმორის გრძნობა, არიან კარგი ორატორები, თუმცა საკმაოდ ცვალებადი ხასიათი აქვთ. მათ არ ჰყავთ ავტორიტეტები, არ უყვართ როდესაც სხვა ადამიანები ჭკუას ასწავლიან.  თუმცა, მეცნიერების თქმით, აქტიური „სამკუთხედები“ მეტწილად ეგოისტები და ზედმეტად კრიტიკულები არიან.  ხშირად ალამაზებენ რეალობას და არც ტყუილის თქმას  ერიდებიან.თუ ადამიანს მომრგვალებული სახის ფორმა აქვს - ეს ნიშნავს, რომ ის ენერგიული, იმპულსური, ემოციური და ხელგაშლილია.  მათ ხშირად იდეინებს უწოდებენ - რადგან ყოველთვის ინოვაციური იდეებით გამოირჩევიან და ინიციატივის საკუთარ თავზე აღება უყვართ.  თუმცა, მეცნიერების თქმით,  ე.წ. „მომრგვალებულები“ ახალ საქმეს  ხშირად დაუფიქრებლად ჰკიდებენ ხოლმე ხელს,  რასაც ისინი არასახარბიელო შედეგებამდე მიჰყავს.  მომრგვალებული სახის ფორმის მქონეები უპირობო ლიდერები არიან - მათ კოლექტივის მოტივირება კარგად გამოსდით, მაგრამ ადამიანების მართვა უჭირთ.გულის (კონუსის) ფორმის სახის მფლობელები  პრაგმატიზმითა და კონსერვატიზმით გამოირჩევიან. მეცნიერების თქმით,  ე.წ. „ტრაპეციები“ ცვლილებებსა და სიახლეებს რთულად  ეგუებიან. მეტწილად, კარიერისტები არიან და პროფესიული წარმატების მისაღწევად არაფერს ერიდებიან.რომბისებრი სახის ფორმა კი, მეცნიერების თქმით,  ძირითადად სიმკაცრისა და დოგმებისკენ მიდრეკილ ადამიანებს აქვთ. მათ ძალიან უყვართ ძალაუფლება, ყველა სიტუაციაში ცდილობენ თავი გამოიჩინონ.  ე.წ. „რომბები“ თავდაცვაში ყოფნას ყოველთვის შეტევაზე გადასვლას ამჯობინებენ ხოლმე.  მათ შინაგანი ენერგიის უზარმაზარი მარაგი აქვთ და ამოწურული სასიცოცხლო რესურსების შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.   
სრულად წაიკითხეთ სტატია