კეთილმოწყობილი გარემო, გაყიდული 95 მიწის ნაკვეთი – უნიკალური ეკოლოგიური უბანი “წავკისი პანორამა” მობინადრეების მისაღებად მზადაა

News.ge 2 კვირის წინ 7
კეთილმოწყობილი გარემო, გაყიდული 95 მიწის ნაკვეთი – უნიკალური ეკოლოგიური უბანი “წავკისი პანორამა” მობინადრეების მისაღებად მზადაა

დედაქალაქის ცენტრთან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან 7 წუთის სავალზე უნიკალური მწვანე უბნის “წავკისი პანორამას” კომპლექსში სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია და ყველა მიწის ნაკვეთი გაყიდულია. კომპლექსი ინდივიდუალური სახლების მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურულად უკვე მზადაა. ზღვის დონიდან 920 მეტრზე, 13 ჰექტარზე გაშლილი კომპლექსი 95 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს აერთიანებს.
კომპლექსში უძრავი ქონების მფლობელებს დახვდებათ 1 000 მეტრის სიგრძის მწვანე ხეივანი და ველობილიკი, ბავშვთა გასართობი სკვერები, რომლებიც მზის პანელებზე მომუშავე სანათებითაა განათებული, პადელის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, რომლებიც ერთ რეკრეაციულ სივრცეში, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და 15 000 მ²-ზეა გაშლილი. კეთილმოწყობილ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ხე დაირგო. პროექტამდე ყველა სახის კომუნიკაცია და საგზაო ინფრასტრუქტურა მიყვანილია. ინფრასტრუქტურულად სრულად მოწყობილ კომპლექსში ყველაფერი მომავალი მობინადრეების საჭიროებაზეა მორგებული, რათა მწვანე გარემოში ცხოვრება მსურველთათვის, პრაქტიკულთან ერთად, კომფორტულიც იყოს.
“წავკისი პანორამას” მცხოვრებლების სრული კომფორტისთვის კომპანია ტერიტორიისა და არსებული სარეკრეაციო სივრცეების მოვლა-პატრონობას, დაცვის სამსახურის 24-საათიან მონიტორინგსა და ვიდეოკონტროლს უზრუნველყოფს. მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცული გარემო უნიკალური მწვანე უბნის დასრულებულ კომპლექსში სრულად გათვალისწინებულია – ეს უპირატესობა დეველოპერული პროექტებით დაინტერესებული პირებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვიანი ოჯახებისთვის თანამედროვე სამყაროში პრიორიტეტია.
უბანს უკვე ჰყავს გამორჩეული მოსახლეობა: წარმატებული სპორტსმენები, ეროვნული ნაკრებებიდან, შემოქმედებითი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი კომპანიების მმართველი გუნდებისა და საბანკო სექტორის წევრები – რაც პროექტის უპირატესობაზეც მიუთითებს.
“წავკისი პანორამას” დაგეგმარების თავისებურებებსა და კონცეფციაზე პროექტის მმართველ პარტნიორ გეგი ვასაძესა და გაყიდვების ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ჯოლოხავას ვესაუბრეთ. როგორც გეგი ვასაძე აღნიშნავს, საცხოვრებელ კომპლექსში მიწის თითოეული ნაკვეთი იმგვარად დაპროექტდა, რომ თითოეული მობინადრესთვის პანორამული ხედები ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ეს კი სრულ თანხვედრაშია კომპანიის მიზნებთან და პროექტის სახელწოდებასთან და ქართულ ბაზარზე უნიკალურ სტანდარტს ამკვიდრებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია