დავით კეზერაშვილმა
ტელეკომპანია "ფორმულას"
26%-იან წილს არხის გენერალურ
დირექტორსა და 12.25%-იანი
წილის მფლობელს, ზურაბ
გუმბარიძეს სიმბოლურ
ფასად - 1 ლარად მიყიდა.
ინფორმაციას "მედიაჩეკერი"
ავრცელებს.მათი
ინფორმაციით, მხარეებს
შორის ნასყიდობის
ხელშეკრულება 6 თებერვალს
გაფორმდა."წილის მიმღები
წილის გამსხვისებლის
საკუთრებაში არსებული
წილის ყიდვის/საკუთრებაში
მიღების სანაცვლოდ
წინამდებარე
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული წესით
წილის გამსხვისებლისთვის
გადახდილი აქვს სიმბოლური
თანხა 1.00 (ერთი) ლარის
ოდენობით".ტელეკომპანია
"ფორმულას" მონაცემებში
ცვლილების
რეგისტრაციისთვის საჯარო
რეესტრის ეროვნულ
სააგენტოს ზურაბ
გუმბარიძემ 7 თებერვალს
მიმართა. თუმცა, რეესტრმა
სარეგისტრაციო წარმოება
შეაჩერა და დამატებითი
დოკუმენტაციის წარდგენა
მოითხოვა."მედიაჩეკერის"
ინფორმაციითვე, ამ
ცვლილების რეგისტრაციის
შემდეგ, ტელეკომპანია
"ფორმულას" წილები ასე
გადანაწილდება:მიხეილ
მშვილდაძე - 12.25%ირაკლი
საღინაძე - 12.25%ზურაბ
გუმბარიძე - 38.25%გიორგი
ლიფონავა - 12.25%"თავისუფლების
ფორმულა" - 25% ტელეკომპანია
"ფორმულა" საჯარო რეესტრში
2019 წლის 22 ივლისს
დარეგისტრირდა.