საქართველოს ბანკი
რეგიონების გაძლიერებას
და ტურიზმის მხარდაჭერას
კვლავ აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად, ბანკთან
პარტნიორობით, კახეთში,
სოფელ რუისპირში, ახალი
სასტუმრო „აგარანის
მამული“ გაიხსნა.პროექტის
ჯამური ღირებულება 6 მლნ.
დოლარია. ბანკის მიერ
განხორციელებული
ინვესტიცია კი 2 მლნ. დოლარს
შეადგენს, რაც სასტუმროს
მშენებლობასა და
სარემონტო სამუშაოებს
მოხმარდა.აღნიშნული
პროექტი ერეკლე II-ის
საზაფხულო რეზიდენციის
მიმდებარედ აშენდა. 56
ნომრიანი სასტუმრო
ნომრების გარდა,
ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს,
ლაუნჯებს, ვერანდას,
რესტორანს, საკონფერენციო
და ღონისძიებებისთვის
სხვადასხვა სივრცეებს
აერთიანებს. „სასტუმრო
განთავსებულია ტყის პირას,
ზღვის დონიდან 800 მ-ზე.
ტყიდან მონაბერი სიო,
ზაფხულში განსაკუთრებულ
გრილ კლიმატს
განაპირობებს.1,5 ჰა-ზე
განთავსებულია სასტუმრო
და ვენახი, ხოლო დანარჩენ 6,5
ჰა-ზე, სამომავლოდ ვილები
აშენდება, რომელთაც Room Service
მომსახურება ექნებათ.
გვჯერა, რომ სასტუმრო
თავისი უნიკალური
ადგილმდებარეობით,
კავკასიონის თვალწარმტაცი
ხედებითა და მწვანეში
ჩაფლული ზონებით ბევრ
საერთაშორისო თუ
ადგილობრივ სტუმარს
უმასპინძლებს“, - განაცხადა
„აგარანის მამულის“
დირექტორმა, გიორგი
ქოჩლაძემ.„საქართველოს
ბანკი მრავალი წელია,
სტუმარ-მასპინძლობის
სექტორის გაძლიერებას
უჭერს მხარს და ამ
მიმართულებით არაერთი
პროექტის მხარდამჭერები
ვყოფილვართ. რეგიონებში
ტურიზმის განვითარება კი
ჩვენთვის ერთ-ერთი
პრიორიტეტული
მიმართულებაა. მოხარულები
ვართ, რომ კახეთის რეგიონს
კიდევ ერთი უნიკალური
სასტუმრო შეემატა. გვინდა
წარმატებები ვუსურვოთ
გუნდს, ჩვენ კი არ
ვჩერდებით და ვაგრძელებთ
ჩვენი პარტნიორი
ბიზნესების გაძლიერებას“, -
განაცხადა ლალი
ყელაურაძემ, საქართველოს
ბანკის კორპორაციული
კლიენტების მომსახურების
დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილემ.