თბილისის მერის
ინფორმაციით, კახეთის
გზატკეცილზე, თბილისის
შემოსასვლელის
მიმართულებით,
მეტრომშენის დასახლების
მიმდებარედ არსებული
ხიდის სადეფორმაციო
ნაკერების რეაბილიტაცია
დაიწყო.„სამუშაოების გამო,
მიმდინარე წლის 15
ივნისიდან 4 ივლისის
ჩათვლით, აღნიშნულ საგზაო
მონაკვეთში საავტომობილო
მოძრაობა
შეიზღუდება.პირველი
ეტაპის განმავლობაში,
გადაადგილება შეზღუდულია
ხიდის მარჯვენა სამოძრაო
ზოლზე, რის შემდეგაც,
შეზღუდვა მარცხენა ზოლსაც
შეეხება.თბილისის მერია
ბოდიშს გიხდით შექმნილი
დისკომფორტის გამო!“, -
აცხადებენ მერიაში.