
“ორთაჭალაში 19 წლის ბიჭი ცემით მოკლეს. მკვლელმა ქვეყნიდან გაქცევა მოახერხაო.
სამაგიეროდ, გასულ ღამით პოლიციის რაზმებმა კვლავ წარმატებით შეძლეს ასობით სტუდენტის, პროფესორის, მეცნიერის, მსახიობის, მუსიკოსის და კიდევ მრავალი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელის იდენტიფიცირება, ადგილმდებარეობის დადგენა, ოჯახებში ვიზიტი და 5000-5000 ლარით დაჯარიმება.
“კრიმინალის” წინააღმდეგ ბრძოლა ამაღამაც აქტიურად გაგრძელდება.
ჩელიაბინსკში გაღვიძება კი არა, საერთოდ რომ ვიღვიძებთ უკვე, არ გიკვირთ?!” – სოციალურ ქსელში წერს სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა ურიადმყოფელი.