კახა კალაძის ინფორმაციით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების“თბილისის მერობის კანდიდატი

Primetime.ge 12 საათი წინ 3
კახა კალაძის ინფორმაციით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების“თბილისის მერობის კანდიდატი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი.აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.„უახლოეს დღეებში, მომავალ კვირას გაიგებთ, ვინ იქნება მერობის კანდიდატი“, – განაცხადა კახა კალაძემ.კითხვაზე, „ერთი თვის წინ ძალიან ხისტი იყავით და აპირებდით ოპოზიციის დამარცხებას, ახლა უკან იხევთ?“, კალაძემ უპასუხა:„გინდათ, რომ ისევ ისე გითხრათ, აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? გეუბნებით. დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე“.
სრულად წაიკითხეთ სტატია