დედაქალაქის მერის
განცხადებით, არჩევნებზე
ხმების პარალელური
დათვლის შედეგების
გაყალბება USAID-ის დაკვეთით
ხდებოდა, თუმცა, 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებზე
ეს ვერ მოახერხეს, ამიტომაც
ISFED-ს არ სურს შედეგების
გასაჯაროება. ამის შესახებ
კახა კალაძემ მედიასთან
ისაუბრა.„არჩევნებზე
ხმების პარალელური
დათვლის საკითხს რაც
შეეხება, ყველასთვის
კარგად არის ცნობილი, რომ
USAID-ის დაკვეთით, ხდებოდა
გაყალბება. ამჯერად, მათ
ვერ მოახერხეს გაყალბება,
შედეგები არის იდენტური
იმისა, რაც ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ
წარმოადგინა. არ სურთ
შედეგების გასაჯაროება
იმიტომ, რომ ყველაფერი
ცხადი და ნათელია. იქაც
იგივე შედეგები აქვთ. 2020
წელს, გამოიკვეთა და
გამოაშკარავდა, ისიც ჩვენი
მუშაობის შედეგად, რომ PVT
იყო გაყალბებული და ამ
მონაცემების გამოყენების
სურვილი ჰქონდათ
ქვეყანაში რევოლუციის
მოსაწყობად. ამის უკან იდგა
USAID, რომელიც დღეს დახურულია.
ეს არის ერთი კონკრეტული
მაგალითი. ამ წლების
განმავლობაში, მთელი ეს
თანხები, რაც ე.წ.
არასამთავრობო
ორგანიზაციებში
შემოდიოდა, რეალურად
ხმარდებოდა აგენტურას და
ყველაფერი კეთდებოდა
იმისთვის, რომ
საქართველოში აგენტურული
ქსელი შეექმნათ“, - აღნიშნა
თბილისის მერმა.