მიხეილ სააკაშვილის
„ქეისი“ მისი
ჯანმრთელობის
გაუარესებასთან
დაკავშირებით ყალბია, - ასე
გამოეხმაურა თბილისის
მერი კახა კალაძე
შესაბამის შეკითხვას
ყოფილი პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილის
ექიმის მიერ შედგენილი
ფორმა N100-ის შესახებ.მისივე
განმარტებით, მსგავსი
განცხადებები და
სიბინძურეები არჩევნების
თარიღის მოახლოებასთან
ერთად გააქტიურდება, თუმცა
საბოლოოდ, ქვეყანაში
მშვიდობა
გაიმარჯვებს.„ზოგადად,
სააკაშვილის ჯანმრთელობის
გაუარესებასთან
დაკავშირებული „ქეისი“
ყალბია. გვახსოვს, როგორი
კამპანია მიმდინარეობდა -
რიგი უცხოელი
მაღალჩინოსნები
აკეთებდნენ განცხადებებს,
მოწოდებებს. რეზოლუციებიც
კი აქვთ მიღებული,
გამოუშვით ციხიდან, მისი
მდგომარეობა მძიმეაო.
დღეში 30-ჯერ კვდებოდა,
რეალობა კი ვიცით, რაც იყო.
ყველა სიბინძურეს
გამოიყენებენ საარჩევნოდ.
იქნება მსგავსი
განცხადებები და
შემოტევები. მიუხედავად
ამისა, ქვეყანაში
აუცილებლად მშვიდობა
გაიმარჯვებს“, - განაცხადა
კახა კალაძემ.