კახა კალაძე - ოპოზიციას უნდა, რომ თავისი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანოს, რადგან თანადგომის არანაირი რესურსი არ აქვს

Primetime.ge 5 საათი წინ 4
კახა კალაძე - ოპოზიციას უნდა, რომ თავისი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანოს, რადგან თანადგომის არანაირი რესურსი არ აქვს
ეს ძალადობრივი დაჯგუფებები გარედან იკვებებიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით, მათი რეიტინგი კი ნულია, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.„უნდათ, რომ თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ, რადგან ყველანაირად გაუბედურებული არიან, თანადგომის არანაირი რესურსი არ აქვთ, ნიჰილიზმში არიან გადავარდნილი. ხალხი  ხედავს, რას წარმოადგენენ. გუშინდელი მაგალითიც ამას მოწმობს, რომ არიან მოძალადეები, რომლებიც გარედან იკვებებიან – სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, დაფინანსებით. მათი რეიტინგი, ავტორიტეტი ნულია. ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს მათ განაჩენს გამოუტანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია სხვადასხვა ხრიკს იყენებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში დაპირისპირების დასაწყებად.„ეს ადამიანები ეცდებიან, რომ რაღაც დაპირისპირება შემოიტანონ, ასეთი ხრიკებით. არც ბურჭულაძე და არც ხაბეიშვილი დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან, არც ერთი და არც მეორე. ასე რომ, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და 4 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების მიმართულებით, ისე საკრებულოებში გამარჯვებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია