მინდა მივულოცო ირაკლი
კობახიძეს
თავმჯდომარეობა. ეს იყო
პოლიტსაბჭოს ერთობლივი
გადაწყვეტილება. მას
ჰქონდა სრული მხარდაჭერა, -
განუცხადა ჟურნალისტებს
დედაქალაქის მერმა,
„ქართული ოცნების“
გენერალურმა მდივანმა
კახა კალაძემ.„მინდა
მივულოცო ირაკლი
კობახიძეს
თავმჯდომარეობა. ეს იყო
პოლიტსაბჭოს ერთობლივი
გადაწყვეტილება. მას
ჰქონდა სრული მხარდაჭერა.
ირაკლი არის ღირსეული
ადამიანი, პროფესიონალი.
უპატიოსნესი. მინდა
წარმატებები ვუსურვო.
ძალიან ბევრია
დამოკიდებული მასზე,
პარტიულ მუშაობაზე. ბევრი
აქვს გაკეთებული პარტიული
სტრუქტურების
გაძლიერებისთვის. 2014 წლიდან
მოყოლებული ერთად
ვმუშაობთ ამ მიმართულებით
და დღეს პარტიის
თავმჯდომარის
თანამდებობაზე მინდა მას
წარმატებები ვუსურვო. წინ
გველოდება მნიშვნელოვანი
არჩევნები, ადგილობრივი
თვითმმართველობა მაქვს
მხედველობაში. ყველაფერს
გავაკეთებთ, რომ ქართველი
ხალხის მხარდაჭერით და
თანადგომით ყველა
მუნიციპალიტეტში
„ქართულმა ოცნებამ“
გაიმარჯვოს“, - აღნიშნა
კალაძემ.ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარედ აირჩიეს.