არ ვიცი, გახარია რატომ არ
ჩამოდის. როცა პარტიაში
თათა ხვედელიანი, თამარ
კეკენაძე, ნათია
მეზვრიშვილი და ანა
ბუჩუკური გელოდება, არც მე
ჩამოვიდოდი, - ასე უპასუხა
დედაქალაქის მერობის
კანდიდატმა ჟურნალისტების
მიერ დასმულ კითხვას - თუ
რატომ არ ჩამოდის
არჩევნებამდე ერთი თვით
ადრე ერთ-ერთი მთავარი
კონკურენტი გიორგი
გახარია.ამასთან, კახა
კალაძის თქმით, „ქართული
ოცნება“ არის ერთადერთი
გუნდი, რომელსაც ქვეყანაში
მშვიდობის შენარჩუნება
შეუძლია.„რაც შეეხება
არჩევნებს, პირდაპირ
შემიძლია ვთქვა, რომ
ერთადერთი გუნდი არის
„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველო“, რომელსაც
შეუძლია ქვეყანაში
გრძელვადიანი მშვიდობის
შენარჩუნება. რა თქმა უნდა,
მშვიდობას შემდეგ მოსდევს
ყველა იმ მნიშვნელოვანი
პროექტის განხორციელება,
რომელიც აუცილებელია,
როგორც ქალაქებში, ასევე
სოფლებსა და უბნებში“, -
აღნიშნა კახა კალაძემ.