2%-იანი პარტიები არიან,
ბარიერის გადალახვის
საშუალება არ აქვთ და რა
ტექნიკურ მთავრობაზე
ლაპარაკობენ?! ტექნიკურად
მაგათ გაისტუმრებს
ქართველი ხალხი 26
ოქტომბერს, - განაცხადა
თბილისის მერმა, „ქართული
ოცნების“ გენერალურმა
მდივანმა კახა კალაძემ
გადაცემა „იმედი LIVE“-ში.„26
ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის
მოსახლეობა მიიღებს სწორ
გადაწყვეტილებას და მათ,
ძალიან ტექნიკურად
გაუშვებს პოლიტიკურ
სანაგვეზე“, - აღნიშნა კახა
კალაძემ.საქართველოს
პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი ტექნიკური
მთავრობის წევრებს არჩევს.
სქემა კი, მისივე თქმით,
უცხოელ პარტნიორებთან
შეთანხმებულია. ერთ-ერთი
ვერსიით, რადიკალური
ოპოზიცია არჩევნების
არაღიარებისთვის ემზადება
და ისინი ლეგიტიმურად
სწორედ ტექნიკურ
მთავრობას გამოაცხადებენ.