კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა, ისევე როგორც ორმაგი სტანდარტები, რომელიც უნდა შეიცვალოს - თეონა აქუბარდია

Primetime.ge 3 კვირის წინ 19
კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა, ისევე როგორც ორმაგი სტანდარტები, რომელიც უნდა შეიცვალოს - თეონა აქუბარდია
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საზოგადოებისგან ფინანსდება და არა – კერძო ტელევიზიებისგან, იყოს საზოგადოებისთვის და ყველა განსხვავებული მოსაზრებაც ისმოდეს აქ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.მისივე თქმით, „კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა, ისევე როგორც ორმაგი სტანდარტები“.„ორმაგი სტანდარტები არის აბსოლუტურად მიუღებელი, „ვგმობ ძალადობას, მაგრამ“ – არის ასევე მიუღებელი. მაშინ, როდესაც ჟურნალისტებზე მიდის ორგანიზებული ნადირობა და ძალადობა და გურამ როგავა ბეწვზე გადარჩა, მათ შორის თქვენი ჩართვის ტექნიკოსიც, რაც ვნახე, იყო გაშვებული „ფორმულაზე“. მაშინ, როდესაც ცალმხრივი სურათის გაშუქება არის ხელისუფლების ტენდენცია, რათა თავისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ძალაუფლება შეინარჩინოს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საზოგადოებისგან ფინანსდება და არა – კერძო ტელევიზიებისგან, იყოს საზოგადოებისთვის და ყველა განსხვავებული მოსაზრებაც ისმოდეს აქ. სხვა დანარჩენი არის პროცესი, მაგრამ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია ისევე, როგორც ორმაგი სტანდარტები, რომელუც უნდა შეიცვალოს. ერთადერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საზოგადოების ხელში არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა სჭირდებოდეს აქციები ან მოთხოვნები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახმოვანებდეს ხალხის პოზიციებს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. სხვა დანარჩენი არის პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველას გული შესტიკავა იმაზე, რასაც დღეს ვუყურებთ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა არის ის საკითხი, სადაც სოლიდარობა აუცილებელია, მიუხედავად იმ დღის წესრიგისა, რომელიც არის კონკრეტულად პარტიულ ტელევიზიებში. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს იმ სტანდარტის, რომელიც საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარეობს. სხვა დანარჩენი არის აბსოლუტურად არამნიშვნელოვანი, მაგრამ სამაუწყებლო ბადე, მათ შორის პოლიტიკური დაკვეთა საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ უნდა იყოს. თუ იქნება ნება იმისა, რომ საზოგადოების ყველა ნაწილს ჰქონდეს პოზიციის და ხმის შესაძლებლობა, თუნდაც განსხვავებულის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს არის დაკვეთა, რომლისთვისაც ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი თითოეული წევრისგან“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია