პარლამენტმა იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარედ არჩილ
გორდულაძე პიტერ სიიარტოს
განცხადებას გამოეხმაურა,
როდესაც უნგრეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა
აღმაშფოთებელი და
უსაფუძვლო უწოდა
ბრიუსელის წინადადებას,
ევროპული სანქციები
დაუწესდეს საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრს
და მაღალჩინოსან
პოლიციელებს.„სკანდალია,
რა ინფორმაციაც ჩვენ
ვიხილეთ. წარმოუდგენელია,
რომ ადამიანების მიმართ,
რომლებიც საკუთარი
ქვეყნის ინტერესების
სადარაჯოზე დგანან,
ცდილობენ რომ ჩვენს
ქვეყანაში მშვიდობა იყოს
უზრუნველყოფილი და მხოლოდ
და მხოლოდ საკუთარი ხალხის
დავალებებს ასრულებდნენ,
ამ დავალების გამო
დაისაჯონ. მითუმეტეს ამ
ყველაფერში ჩართული იყოს
საერთაშორისო
თანამდებობის პირები და
ბიუროკრატიის
წარმომადგენლები.
კატეგორიულად მიუღებელია
ასეთი არათანასწორი
დამოკიდებულება და თითის
ქნევა და დასჯა მხოლოდ და
მხოლოდ იმიტომ, რომ უყვართ
საკუთარი ქვეყანა“, -
აღნიშნა გორდულაძემ.