“კარიერის გადასარჩენად აზაროვმა “შახტარი” უნდა დატოვოს” – უკრაინული გამოცემა ირაკლის წასვლის მომხრეა

News.ge 4 კვირის წინ 14
“კარიერის გადასარჩენად აზაროვმა “შახტარი” უნდა დატოვოს” – უკრაინული გამოცემა ირაკლის წასვლის მომხრეა

sport.ua-მ „შახტარის“ შესახებ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა კარიერა არ გაინადგურონ, ეგორ ნაზარინამ, ვიქტორ ცუკანოვმა, მარიან შვედმა, კირილ ფესიუნმა და ირაკლი აზაროვმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდი იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით უნდა დატოვონ.
ირაკლი აზაროვი – 22 წლის. ამ სეზონში კლუბში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 443 წუთი ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„გასული წლის აგვისტოში „შახტარმა“ ბევრისათვის მოულოდნელად „ცრვენა ზვეზდასგან“ 3 მილიონ ევროდ მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი შეიძინა. მან 2023/24-ის სეზონში „მეშახტეთა“ რიგებში უკრაინის პრემიერლიგის 22 მატჩში ითამაშა,
აგრეთვე 6-ჯერ ევროტურნირებზე (4-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და 2-ჯერ ევროპა ლიგაზე) და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი. თუმცა, მიმდინარე სეზონში მწვრთნელი მარინო პუშიჩი გაცილებით მეტად ბრაზილიელ პედრო ენრიკეს ენდობა, რომელმაც დონეცკურ გუნდში ჩემპიონთა ლიგის ოთხივე შეხვედრაში იასპარეზა, აზაროვმა კი ძირითადი შემადგენლობის წევრის სტატუსი დაკარგა და ფაქტიურად უახლოესი როტაციის ფეხბურთელია, რაც უკრაინული კლუბის დატოვებაზე დაფიქრების საფუძველს აძლევს. ჯერ გაუგებარია სამწვრთნელო შტაბში რატომ მოხდა მათ განკარგულებაში მყოფი ორი მარცხენა მცველის როლების ასეთი გადახედვა, ვინაიდან პუშიჩმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება საზოგადოებას არ გაუზიარა და „შახტარში“ აზაროვის პერსპექტივა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.
შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, იანვარში აზაროვის გაყიდვა “შახტარისთვის” უფრო ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს, ნაკლებად სავარაუდოა ქართველი ლეგიონერის ღირებულება გაიზარდოს. მეტიც, დღეს „მეშახტეების“ მენეჯმენტის გადაწყვეტილება ზაფხულში ირაკლის გაყიდვაზე უარის თქმის შესახებ აბსოლუტურად ალოგიკურად გამოიყურება, როდესაც უკრაინულმა კლუბმა ორი შეთავაზება მიიღო, მათ შორის 10-მილიონიანიც.
ობიექტურად რომ ვთქვათ, “შახტარში” აზაროვის სტატუსის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იმით აიხსნას, რომ ქართველი მცველი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შედეგიანი, რამეთუ ქვეყნის პირველობის 27 დაპირისპირებაში 3 საგოლე პასი სულაც არ არის მაჩვენებელი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღმაფრთოვანებელი გამოხმაურებები (გავიხსენოთ ისმაილი, რომელმაც ჩვენს კლუბში ერთ სეზონში თავისი ფორმის პიკზე 5-7 საგოლე გადაცემა გააკეთა). დაცვაშიც ირაკლის მიმართ პრაქტიკულად ყოველთვის არსებობს კითხვები. გუნდისთვის ურიგო არ იქნება აზაროვის გაყიდვა და პედრო ენრიკესთვის კონკურენციის შექმნის მიზნით ისეთი მარცხენაფლანგელის შეძენა, რომელიც მომავალში, შესაძლოა, ამ პოზიციაზე უპირობოდ გახდება სასტარტოს ფეხბურთელი“.

სრულად წაიკითხეთ სტატია