საქართველოს რკინიგზა
განცხადებას
ავრცელებს:„გაცნობებთ, რომ
2025 წლის 11 თებერვლიდან
თბილისი-ოზურგეთი-თბილისის
მიმართულებით სწრაფი და
კომფორტული
ელექტრომატარებელი (№854/853)
იმოძრავებს.სამგზავრო
მატარებლის ტევადობა
დაახლოებით 100 ადგილით
გაიზრდება, ხოლო
მგზავრობის ხანგრძლივობა
თითქმის, 2 საათით
შემცირდება.მატარებელი
რეისებს დღეგამოშვებით
შეასრულებს:თბილისიდან
გასვლა – 09:00ოზურგეთში
ჩასვლა – 16:18ოზურგეთიდან
გასვლა – 08:40თბილისში
ჩასვლა – 16:00ბილეთის
ღირებულება – 11-15
ლარი.ბილეთების შეძენა
შეგიძლიათ საქართველოს
რკინიგზის სალაროებსა და
ონლაინ ვებ-გვერდზე:
gr.com.ge.მცირედი ცვლილება
თბილისი-ქუთაისის
მიმართულებაზე:ქუთაისში
მიმავალი მგზავრები
ოზურგეთის მიმართულებით
მოძრავი მატარებლით
რიონის სადგურამდე
იმგზავრებენ.რიონის
სადგურიდან ქუთაისი 1-ის
სადგურამდე გადაჯდებიან
№6355/6356 და №6353/6354
ელექტრომატარებლებში,
რომლებიც მგზავრებს
ქუთაისი 1-ის სადგურში 20
წუთში
ჩაიყვანს.რიონი-ქუთაისი 1
მატარებლის მგზავრობის
საფასური – 0,50
თეთრი.დამატებით
შეგახსენებთ, რომ gr.com.ge
ვებ-გვერდზე ასევე
შეგიძლიათ შეიძინოთ
თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873)
და
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
(#870/869) მატარებლის ბილეთები“,
- ნათქვამია განცხადებაში.