კარგი მთავრობის ინდექსით,
საქართველომ ახალი
ისტორიული მაქსიმუმი
დააფიქსირა და 40
საუკეთესოს შორისაა
ევროკომისია კარგი
მთავრობის ინდექსს (2024)
აქვეყნებს, რომელიც
მსოფლიოს მოწინავე
საერთაშორისო
შემფასებელმა, ჩენდლერის
ინსტიტუტმა
მოამზადა.საქართველომ,
შეფასების 100-პროცენტიანი
სისტემით, 58,8% მიიღო, რაც
მისი ახალი ისტორიული
მაქსიმუმია. ქვეყანა
გლობალურ რეიტინგში 40-ე
ადგილზე გავიდა, გაასწრო
ევროკავშირისა და ნატო-ს
წევრ 9 ქვეყანას და
ევროკავშირის კანდიდატ
ყველა სახელმწიფოს:
საბერძნეთს, უნგრეთს,
ხორვატიას, ბულგარეთს,
რუმინეთს, თურქეთს,
ალბანეთს, მონტენეგროს,
ჩრდილოეთ მაკედონიას,
უკრაინას, მოლდოვას და
ა.შ.საქართველო პირველ
ადგილზეა კავკასიასა და
შავიზღვისპირეთში,
პოსტსაბჭოთა სივრცეში კი
მხოლოდ ბალტიისპირეთს
ჩამორჩება.კარგი
მთავრობის ინდექსი
მთავრობებს აფასებს 35
ინდიკატორით, რომელიც
ერთიანდება 7 ფაქტორში:
ლიდერობა და
შორსმჭვრეტელობა, ძლიერი
კანონები და პოლიტიკა,
ძლიერი ინსტიტუტები,
ფინანსური მეურვეობა,
მიმზიდველი ბაზარი,
გლობალური გავლენა და
რეპუტაცია, ხალხის
მდგომარეობის
გაუმჯობესებაში
დახმარება.საქართველომ და
მისმა მთავრობამ
განსაკუთრებულად მაღალი
რეიტინგი მოიპოვა შემდეგ
ინდიკატორებში:
კეთილსინდისიერი ლიდერობა
_ 32-ე ადგილი
შორსმჭვრეტელობა _ 21-ე
ადგილი ადაპტაციის უნარი_
17-ე ადგილი კოორდინაცია _ 23-ე
ადგილი გამჭვირვალობა _14-ე
ადგილი სასამართლო
სისტემის ხარისხი _ 25-ე
ადგილი ბიუროკრატიის
ხარისხი _ 24-ე ადგილი
სტაბილური ბიზნეს
რეგულაციები _22-ე ადგილი
ინვესტიციების მოზიდვა _ 5-ე
ადგილი ანგარიში ეყრდნობა
გაეროს, მსოფლიო ბანკის,
სავალუტო ფონდის, მსოფლიო
ეკონომიკური ფორუმის, სხვა
საერთაშორისოდ აღიარებული
სუბიექტების, გლობალური
შემფასებელი
ორგანიზაციების პროფილურ
კვლევებს და
ანგარიშგებებს.