კარგი იქნებოდა, რომ აშშ და
ევროკავშირი იყვნენ
მეგობრული - ინვესტიციას
დებდნენ და ტურისტებად
მოდიოდნენ საქართველოში,
ვინაიდან საქართველოში
უდიდესი კულტურული და
ისტორიული მემკვიდრეობაა,
დიდი სილამაზე, - განაცხადა
ლაშა კასრაძესთან
ინტერვიუში პროფესორმა,
ჯეფრი საქსმა.ლაშა
კასრაძემ მას კითხვით
მიმართა, სამხრეთ
კავკასიის გეოპოლიტიკურ
მოცემულობაზე, როგორც
ერთიან გეოპოლიტიკურ
სივრცეზე. კერძოდ, რას
ფიქრობს იგი „3 + 3“-ის
ფორმატზე და საქართველოს
როლზე ამ
ფორმატში.„საუკეთესო
სამყარო, ღია,
მრავალპოლუსიანი
სამყაროა, რომელიც მუშაობს
გაეროს ქარტიის მიხედვით,
სამყარო, რომლის ყველა
კუთხე ერთმანეთთან
ვაჭრობს და
ურთიერთდაკავშირებულია.
ხშირად მითქვამს, რომ
ჩინეთის ერთი გზისა და ერთი
სარტყლის პროექტი,
ევროკავშირის გლობალური
კავშირების მხარდამხარ
უნდა მოიაზრებოდეს. ჩინეთს
ხომ აღმოსავლეთიდან
დასავლეთისკენ
ინვესტირება შეუძლია,
ევროპას კი პირიქით, ისინი
შეხვდებიან შუა გზაზე.
თბილისი კი სწორედ ამ
გზაზეა. სამარყანდიც ასევე
იქნება ამ გზაზე.არსებობდა
აბრეშუმის გზა. ჩინეთის
ამჟამინდელი პროექტებიც
სწორედ ნაწილობრივ
დასავლეთსა და
აღმოსავლეთს შორის
ვაჭრობის 2 ათას წლიან
გამოცდილებაზეა
დაფუძნებული. 1498 წელს,
როდესაც ვასკო და გამა
აფრიკის სამხრეთ
სანაპიროებს მიადგა,
აბრეშუმის გზა გარკვეული
ხნით წარსულს ჩაბარდა,
ვინაიდან ევროპიდან
აზიისკენ და პირიქით,
მოგზაურობა საზღვაო
ხომალდით უფრო იაფი
ჯდებოდა. 21-ე საუკუნეში კი
ხმელეთით კავშირი კვლავ
დიდ მნიშვნელობას იძენს -
სწრაფი რკინიგზისთვის,
ტვირთის გადაზიდვის
სხვადასხვა
საშუალებისთვის, თუნდაც
ოპტიკურ-ბოჭკოვანი
კავშირისთვის,
ტურიზმისთვის, კულტურული
გაცვლისთვის. სამხრეთ
კავკასია კი სტრატეგიული
მნიშვნელობის რეგიონია.
გავიხსენოთ, ჩრდილოეთ
სამხრეთისა და აღმოსავლეთ
დასავლეთის დერეფნები,
სწორედ ამიტომაა მათი
ისტორია ასეთი მდიდარი,
თუნდაც ეკოლოგიურად, ის
შესანიშნავი ღვინო,
რომელიც საქართველომ
შექმნა საერთოდ და
კაცობრიობას აჩუქა, ეს
ნამდვილად გახლავთ
უძვირფასესი მიდამო და ის
გაიხარებს და
გაიფურჩქნება მშვიდობიან
და ღია მსოფლიოში.
გამომდინარე აქედან „3+3“
ფორმატი გახლავთ თქვენი
სამეზობლო და
უმნიშვნელოვანესია, რომ
მეზობლებთან კარგი
ურთიერთობა გქონდეთ. ეს
გულისხმობს როგორც
სამხრეთ კავკასიის სამ
სახელმწიფოს, ასევე
მეზობლად მყოფ, ძლიერ
სახელმწიფოებს, რომლებიც
სამხრეთ კავკასიის ამ სამი
ქვეყნის მეზობლად არიან
განლაგებულნი. ყველა ეს
სახელმწიფო დამოკიდებულია
ვაჭრობაზე.ირანი და რუსეთი
ბრიქსის წევრები არიან,
ისევე როგორც ჩინეთი და
ინდოეთი. ორივე ეს
სახელმწიფო საქართველოს
პარტნიორიც უნდა იყოს,
ჩინეთი უამრავ რამეს,
შესანიშნავად აკეთებს -
იქნება ეს ინფრასტრუქტურა
და 5G. ინდოეთი კი
ეკონომიკურად ვითარდება.
კარგი იქნებოდა, რომ
ამერიკის შეერთებული
შტატები და ევროკავშირი
იყვნენ მეგობრულნი და
ინვესტიციას დებდნენ და
ტურისტებად მოდიოდნენ
საქართველოში, ვინაიდან
საქართველოში უდიდესი
კულტურული და ისტორიული
მემკვიდრეობაა, დიდი
სილამაზე. მე არ მსურს რომ
ვაშინგტონი და ბრიუსელი ამ
ყველაფრის გეოპოლიტიკური
თვალსაზრისით უყურებდნენ -
ამ გზით ისინი მხოლოდ
სიტუაციას არევენ და ჩვენც
სწორედ ამ არეულობასთან
დაკავშირებით ვსაუბრობთ
მთელი ეს დროა. 3 + 3 + მთელი
სამყარო. შეიძლება რაიმე
ეტაპზე, სამხრეთ კავკასიის
სამი სახელმწიფო ბრიქსის
წევრნი გახდნენ, გააჩნია,
ბრიქსი როგორ
განვითარდება.იმედი მაქვს,
დიდი იმედი მაქვს. თეირანის
მიერ წარმოებული
დიპლომატიის, რომელიც
საერთოდ ცალკე გადაცემას
იმსახურებს. ირანი ბრიქსის
წევრია და ახლო კავშირშია
ჩინეთთან, თეირანმა საუდის
არაბეთთან ურთიერთობებიც
დაალაგა. ეს იმედის
მომცემია. მე სპარსეთის
დიდი თაყვანისმცემელი ვარ,
სპარსეთი ქრისტესშობამდე 3
200 წლით ადრე არსებობდა, ის
მსოფლიოში ერთ-ერთი
უძველესი ცივილიზაციაა და 5
ათასი წელია, რაც
კაცობრიობას ბევრ
მნიშვნელოვანს ჩუქნის.
ირანი კიდევ ერთი კარგი
მეზობელია, რომელიც ამ
ამბის ნაწილი უნდა იყოს. ამ
ერაში ჩვენ უნდა გვქონდეს
კულტურული
მრავალფეროვნება,
მშვიდობა, ვაჭრობა,
ურთიერთკავშირი და ბევრი
ტურიზმი“, - განაცხადა
ჯეფრი საქსმა.