კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის – ალისონმა შეიძლება “ლივერპული” დატოვოს

News.ge 1 თვე წინ 23
კარგი ამბავი მამარდაშვილისთვის – ალისონმა შეიძლება “ლივერპული” დატოვოს

32 წლის ბრაზილიელმა მეკარემ ალისონმა შეიძლება “ლივერპული” დატოვოს, – ამის შესახებ თურქული Futboo იტყობინება.
გამოცემის ცნობით, სეზონის დასრულებისთანავე სტამბოლური კლუბიდან ურუგვაელი ფერნანდო მუსლერა წავა, მის შემცვლელად ალისონის კანდიდატურას განიხილავენ, ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყეს და მიზნის მისაღწევად “ლივერპულს” საკმაო თანხას შესთავაზებენ. “გალათასარაი” იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში შუამავალი ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე კლაუდიო ტაფარელი იქნება, რომელიც მათ გუნდში თამაშობდა და მუშაობდა, ახლა კი “ლივერპულის” ერთ-ერთი მწვრთნელია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალისონი საუდის არაბეთში გადაბარგებას არ აპირებს, კონტრაქტის ამოწურვამდე “ლივერპულში” დარჩენა სურს და შეიძლება ხელშეკრულებაც
გაახანგრძლივოს, ხოლო Caught Offside-ს მტკიცებით, ის, მოჰამედ სალაჰი და ვირგილ ვან დეიკი შემდეგი სატრანსფერო ფანჯრისას მერსისაიდულ გუნდს დაემშვიდობებიან.
“ლივერპულმა” საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 27 აგვისტოს შეიძინა, იჯარით “ვალენსიაში” დატოვა, ინგლისურ გუნდში ზაფხულში გადავა და არ იქნება ურიგო, თუ იქამდე ალისონი ნავთსაყუდელს გამოიცვლის.

სრულად წაიკითხეთ სტატია