კარგად აჩვენებს, ვისთან გვაქვს საქმე - თაღლითებთან, რომლებიც ფულის გათეთრებით, შავი ფულის მედიაში შემოდინებით, ცდილობენ შეიქმნან მედიამენეჯერების, თუ ჟურნალისტების ანტურაჟი - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 74
კარგად აჩვენებს, ვისთან გვაქვს საქმე - თაღლითებთან, რომლებიც ფულის გათეთრებით, შავი ფულის მედიაში შემოდინებით, ცდილობენ შეიქმნან მედიამენეჯერების, თუ ჟურნალისტების ანტურაჟი - შალვა პაპუაშვილი
"კარგად აჩვენებს, ვისთან გვაქვს საქმე - თაღლითებთან, რომლებიც ფულის გათეთრებით, შავი ფულის მედიაში შემოდინებით, ცდილობენ შეიქმნან მედიამენეჯერების, თუ ჟურნალისტების ანტურაჟი," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.საუბარია "კურიერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე - "მთავარ არხში" უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე ტელეკომპანიის მოქმედი დირექტორი ლაპარაკობს. გიორგი ქურდაძე ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და "თიბისი ბანკს" სწერს - ის საუბრობს ბოლო ხუთი წლის ოპერაციებზე, მიუთითებს გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდ ფულზე, რომლის ნაწილი უცხოეთშიც არის გაგზავნილი."ჩვენ საქმე გვაქვს რეციდივისტებთან, გვარამიას და მისი გუნდის სახით. ისინი ერთი და იმავე მეთოდით მოქმედებდნენ "რუსთავი 2-ში", თუ "მთავარ არხში". ამ [საჩივრის] კონკრეტული შემთხვევის დეტალები არ ვიცი. რაც ვნახე, თავად კომპანიაშია შიგნით დავა ამ საკითხთან დაკავშირებით და ფაქტობრივად, სახეზეა მამხილებელი, რომელიც შიგნიდან ამხელს იმ თაღლითურ სქემებს, რომელიც, როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციაშია. შესაბამისმა უწყებებმა ეს უნდა შეისწავლონ, თუმცა თავად ეს კარგად აჩვენებს, ვისთან გვაქვს საქმე - თაღლითებთან, რომლებიც ფულის გათეთრებით, შავი ფულის მედიაში შემოდინებით, ცდილობენ შეიქმნან მედიამენეჯერების, თუ ჟურნალისტების ანტურაჟი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია