რეორგანიზაციის
შემთხვევაში, საჯარო
მოხელეებმა, შესაძლოა,
მობილობით ვეღარ
ისარგებლონ. შესაბამისი
ცვლილებები „საჯარო
სამსახურის შესახებ“
კანონში შედის, რომელსაც
პარლამენტი
განიხილავს.ცვლილებებით,
საჯარო სექტორში
რეორგანიზაციის პროცესი
მარტივდება. დღეს მოქმედი
კანონით, საჯარო
დაწესებულების ან მისი
სტრუქტურული ერთეულის
მხოლოდ დაქვემდებარების
ან სახელწოდების შეცვლა, ან
საჯარო დაწესებულების
სტრუქტურული
ერთეულისათვის ახალი
ფუნქციის დაკისრება
რეორგანიზაციად არ
ჩაითვლება. ცვლილებებით კი,
სტრუქტურულ ერთეულში
თითოეული
დასაქმებულისათვის ახალი
ფუნქციის დამატება ან
არსებული ფუნქციების
ცვლილება შესაძლებელია,
რეორგანიზაციის საფუძველი
გახდეს.კანონპროექტის
გათვალისწინებით,
რეორგანიზაციის დროს თუ
სტრუქტურულ ერთეულში
თითოეულ დასაქმებულს
ახალი ფუნქცია ემატება ან
არსებული ფუნქციები
ეცვლება, თუ შესაბამისს
სტრუქტურულ ერთეულთან
სხვა ერთეულის შერწყმა
ხდება ან შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულში
შტატები მცირდება,
შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულში დასაქმებულ
თითოეულ მოხელეს ერთი თვით
ადრე სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ
და კონკურსის
გამოცხადების თაობაზე
უნდა ეცნობოს. ამ
შემთხვევაში, ყველა მოხელე
(მათ შორის ზემდგომი,
მესამე, მეორე ან პირველი
რანგის მოხელე), გარდა
კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა,
თანამდებობაზე ღია,
დახურული ან შიდა
კონკურსის საფუძველზე
ინიშნება, რის შესახებაც
გადაწყვეტილებას
დაწესებულების
ხელმძღვანელი
იღებს.ინიციატივით,
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გასაჩივრება სადავო
აქტის მოქმედების
შეჩერებას არ იწვევს. ასევე
საჩივრის ან კონკურსის
შედეგების თაობაზე
საჩივრის სასამართლოს
მიერ დაკმაყოფილება არ
იწვევს შესაბამისი
კონკურსის შედეგად
თანამდებობაზე დანიშნული
მოხელის თანამდებობიდან
გათავისუფლებას.
გათავისუფლებულ მოხელეს
მიეცემა განაცდური და
კომპენსაცია სამი თვის
თანამდებობრივი სარგოს
ოდენობით. ის ასევე,
სურვილის შემთხვევაში,
მოხელეთა რეზერვში
ჩაირიცხება.ზემოთ
აღნიშნულის გარდა, კიდევ
ერთი ცვლილება მოხელეთა
შეფასებას ეხება. მოქმედი
კანონით, საჯარო
დაწესებულება ვალდებულია,
ყველა იერარქიული რანგის
თანამდებობაზე მომუშავე
მოხელე წელიწადში ერთხელ
შეაფასოს. მოხელის
შეფასების პროცესი კი
მოხელის უშუალო
ხელმძღვანელის მიერ
წარიმართება.
კანონპროექტით, საჯარო
დაწესებულების
ხელმძღვანელი
უფლებამოსილი იქნება
მოხელის უშუალო
ხელმძღვანელის მიერ
მომზადებული შეფასება, ამ
შეფასებიდან სამი თვის
ვადაში შეცვალოს.