2025 წლის თვითმმართველობის
არჩევნები იმ წესით
ჩატარდება, რა წესითაც 2017
წლის თვითმმართველობის
არჩევნები ჩატარდა.
შესაბამისი ცვლილებები
„საარჩევნო კოდექსში“
შედის, რომლის ინიცირებაც
გუშინ
მოხდა.კანონპროექტში
აღნიშნულია, რომ
თვითმმართველი თემის
საკრებულო დაკომპლექტდება
პროპორციული საარჩევნო
სისტემით არჩეული 15
წევრისა და შესაბამის
ტერიტორიაზე არსებული
ყველა დასახლებიდან
(სოფლიდან, დაბიდან,
ქალაქიდან), რომლებიც შედის
ამ თვითმმართველი თემის
შემადგენლობაში,
მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით არჩეული თითო
წევრისგან.„თვითმმართველი
თემის ადმინისტრაციულ
ცენტრში, სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 4
000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ
აღემატება, მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით
აირჩევა საკრებულოს ორი
წევრი.თვითმმართველი
თემის ადმინისტრაციულ
ცენტრში, სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 10
000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ
აღემატება, მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით
აირჩევა საკრებულოს სამი
წევრი.თვითმმართველი
თემის ადმინისტრაციულ
ცენტრში, სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 20
000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ
აღემატება, მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით
აირჩევა საკრებულოს ოთხი
წევრი.თვითმმართველი
თემის ადმინისტრაციულ
ცენტრში, სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 35
000-ზე მეტია, მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით
აირჩევა საკრებულოს ხუთი
წევრი.განსხვავებულად
დაკომპლექტდება თბილისის
მუნიციპალიტეტის
საკრებულო. კერძოდ,
თბილისის საკრებულო
შედგება 50 წევრისაგან,
რომელთაგან 25 წევრი
აირჩევა ადგილობრივი
ერთმანდატიანი
მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო
25 წევრი – პროპორციული
წესით თბილისის
მუნიციპალიტეტის მთელ
ტერიტორიაზე“, – ნათქვამია
კანონპროექტში.