მსოფლიო ბანკის
„გლობალური კეთილდღეობის
მონაცემთა ბაზა“ კანონის
წინაშე თანასწორობის და
პირადი თავისუფლების
ინდექსს აქვეყნებს,
რომელიც ორგანიზაცია
„დემოკრატიის
მრავალფეროვნების“
მრავალწლიანი კვლევის
შედეგებს ეფუძნება.
კვლევა მსოფლიოს
175ქვეყანაში ადამიანის
უფლებების და დემოკრატიის
მახასიათებლებს ეძღვნება.
კანონის წინაშე
თანასწორობის და პირადი
თავისუფლების შეფასების 100
%-იანი სისტემით
საქართველომ 86%დაიმსახურა,
ხოლო 2012 წლის შემდეგ
შეფასების გაუმჯობესებით
საქართველო ევროპაში
პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან
პერიოდში საქართველომ
შეძლო შეფასება 9 პუნქტით
გაეუმჯობესებინა, რაც
ევროპაში საუკეთესო
შედეგია.2012 წელს კანონის
წინაშე უთანასწორობით და
პირად თავისუფლების
შეზღუდულობით საქართველო
ევროპის ყველაზე სახიფათო
ქვეყნების ოთხეულში იყო
რუსეთთან, ბელორუსთან და
უკრაინასთან ერთად.2023 წლის
შედეგებით საქართველო
რეიტინგში უსწრებს ნატოს
და ევროკავშირის წევრ
ქვეყნებს _რუმინეთს,
პოლონეთს, თურქეთს,
ჩრდილოეთ მაკედონიას და
ლიდერობს კავკასიასა და
ცენტრალურ
აზიაში.https://prosperitydata360.worldbank.org/en/indicator/VDEM+CORE+v2xcl_rol