კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო 49-ე ადგილზეა - World Justice Project

Primetime.ge 2 კვირის წინ 30
კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო 49-ე ადგილზეა - World Justice Project
კანონის უზენაესობის 2024 წლის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 49-ე ადგილზეა.შესაბამის ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია World Justice Project აქვეყნებს, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონში მდებარეობს.ანგარიშში 142 ქვეყანა შეფასებულია რვა მაჩვენებლის მიხედვით, ესენია – სამთავრობო ძალაუფლებების შეზღუდვები, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, კანონის აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართალი.რეიტინგში მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება: დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, გერმანია.ამასთან, კანონის უზენაესობის ინდექსით უკრაინა 88-ე ადგილზეა, ხოლო მოლდოვა - 64-ზე.
სრულად წაიკითხეთ სტატია