„არანაირი ცვლილება არ
მომხდარა იმ გეგმაში,
რომელიც რადიკალურ
ოპოზიციას აქვს. რა
საკვირველია, კანონის
გამკაცრებაა საჭირო“, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ
იმ ცვლილებებთან
დაკავშირებით, რომელიც
„ქართულმა ოცნებამ“
დააინიცირა.მისი თქმით,
ქვეყანაში წესრიგის
შესანარჩუნებლად, საჭიროა
კანონის
გამკაცრება.„გეგმაზომიერი
მუშაობა მიმდინარეობს
იმისთვის, რომ
დესტაბილიზაციას ჰქონდეს
შეუქცევადი პროცესი.
არანაირი ცვლილება არ
მომხდარა იმ გეგმაში,
რომელიც რადიკალურ
ოპოზიციას აქვს. რა
საკვირველია, კანონის
გამკაცრებაა საჭირო
იმისთვის, რომ ქვეყანაში
წესრიგი იყოს
შენარჩუნებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში,
ვხედავთ, რომ გარკვეული
პრობლემები შეექმნა
ეკონომიკას, ტურიზმს,
ეროვნულ ვალუტას. ეს არ
უნდა გაგრძელდეს,არ
შეიძლება უარყოფითი
ტენდენციების გაგრძელება
იმ ქვეყანაში, რომელიც
ყველა მაჩვენებლით არის
წინ, მათ შორის,
ევროკავშირის ქვეყნებთან
შედარებით. კანონი
მკაცრდება, მაგრამ არაფერი
ისეთი არ არის, რაც
განვითარებულ
დემოკრატიებში არის უცხო“,
- აცხადებს გიორგი ვოლსკი.