„კამპანიური სიყალბე,
"ევროინტეგრაციის პროცესი
შეჩერებულია,"
წინასაარჩევნოდ სულ უფრო
მძაფრდება" - ამის შესახებ
"ქართული ოცნების"
აღმასრულებელი მდივანი,
მამუკა მდინარაძე
სოციალურ ქსელში
წერს."ევროპა რომ გვინდა,
თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი
უნდა ავირჩიოთ:მკვლელი და
მწამებელი, ტერიტორიების
რუსეთზე ჩამბარებელი და
საკუთარ ჯარზე ომის
დამრალებელი სააკაშვილის
პარტია;ან იგივე
ნაცწარსულის, რუბლებით
დაფინანსებულ-ჩახდილი და
კრიმინალი გვარამიას
პარტია;ან სააკაშვილის
რეკეტიორი და თაღლითი
ხაზარაძის პარტია;ან
სააკაშვილთან მოღალატე
გახარიას პარტია.ყველა
ერთად კი
საერთოპატრონიანი
აგენტურა…არავითარ
შემთხვევაში არ შეიძლება
ეროვნული, ტრადიციულ და
რეალურად ევროპულ
ღირებულებებზე
ორიენტირებული, მშვიდობის,
ღირსების და უკეთესი
ცხოვრების გარანტორი ძალა.
უნდა დავივიწყოთ ქვეყნის
მშვიდობიან გაერთიანებაზე
ფიქრი, თუ პირდაპირ სადმე
ტანკით არ შევარდები,
მინიმუმ მოხალისეები უნდა
გაუშვა უკრაინაში და
სანქციები დაუწესო რუსეთს,
თავისით შემოვარდებიან…
ეკლესია და სარწმუნოება
უნდა დასუსტდეს,
ერთნაირსქესიანთა
ქორწინება და
მოსწავლეებში ლგბტ
პროპაგანდაც აუცილებელია,
მარტო ომი არ ეყოფა,
გარანტიებია
საჭირო…წარმოიდგინეთ, ამ
ქვეყანაში კიდევ რჩებიან
ადამიანები, ამ ოთხი
პარტიიდან ერთ-ერთს რომ
აძლევენ ხმას და ამ
ყველაფერზე იღებენ
პასუხისმგებლობას!..სასწაულ
არჩევანს და გზას
სთავაზობენ ხალხს
ევროპისკენ, მიმზიდველს და
უალტერნატივოს…" - წერს
მამუკა მდინარაძე.