იცით თუ არა …? – რას გვეკითხება ენერგოკომპანია?

Alia 2 თვის წინ 115
იცით თუ არა …? – რას გვეკითხება ენერგოკომპანია?

“ენერგო-პრო ჯორჯიამ” საინფორმაციო კამპანია “იცით თუ არა…“ დაიწყო.

სოციალურ ქსელში პოსტერები გამოჩნდა, რომელზეც ოთხი ენერგოკომპანიის უფლება-მოვალეობებია ახსნილი. 

ავთო დვალიშვილი

 

“ევროპული რეგულაციების შესაბამისად, “ენერგო-პრო ჯორჯიას” რეორგანიზაცია 3 წლის წინ დასრულდა. ჩვენმა აბონენტებმა ეს კარგად იციან, თუმცა, მაინც გვინდა დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია და კარგად ავუხსნათ როდის რომელ კომპანიას უნდა მიმართონ“, – უთხრა “ალიას” სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

 

 

მას შემდეგ რაც კომპანიის საქმიანობის გამიჯვნის პროცესი დასრულდა, ჩამოყალიბდა 4 სხვადასხვა, დამოუკიდებელი კომპანია. თითოეულ მათგანს კონკრეტული და განსხვავებული ფუნქციები აქვს. ისინი ერთი ჰოლდინგის წევრები არიან, თუმცა, სრულიად დამოუკიდებელ საქმიანობას ეწევიან.

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება

მისი საქმიანობა ელექტროენერგიის მიწოდებაა.

სს „ეპ-ჯორჯია მიწოდებას“ დაკისრებული აქვს ელექტროენერგიის მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სალიცენზიო არეალში განსაზღვრულია ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, საჯარო მომსახურების მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად.

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“

იგი გამანაწილებელი კომპანია, რომელიც ფლობს ენერგოინფრასტუქტურას. 

კომპანია დაყოფილია 6 ფილიალად და ემსახურება 1 200 000 -ზე მეტ აბონენტს

სს ,,ეპ ჯორჯია გენერაცია“

ამჟამად ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 15 ჰიდროელექტროსადგურს საერთო ჯამური სიმძლავრით 490.827 მგვტ, ჯამური საპროექტო გამომუშავებით – 2.0 მლრდ კვტ. სთ., რომლებიც გასულ საუკუნეში აშენდა და ჯი ფაუერს  110 მგვტ დადგმული სიმძლავრით, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“

უზრუნველყოფს ენერგო-პრო ჯგუფის კომპანიების ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგად სერვისებს, საერთო მომსახურების სახით. აღნიშნული კომპანიის შექმნით შესაძლებელი გახდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივი განცალკევების პირობებში კომპანიების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ზოგადი (არასპეციფიკური) საქმიანობის  არსებული რესურსებით უზრუნველყოფა.

 

The post იცით თუ არა …? – რას გვეკითხება ენერგოკომპანია? appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია