ცნობილი მსაჯი მარკ კლატენგურგი იმ შემთხვევას აფასებს, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია “არსენალის” საჯარიმოში წაიქცა და ტერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდა.
“თერთმეტმეტრიანი არ იყო. მსაჯი პირდაპირ აკვირდებოდა, დაცემა ბუნებრივი იყო თუ არა. თავდამსხმელი ხელს ჰაერში ასწევს და ეს, როგორც წესი, იმის ნიშანია, რომ ის სიმულაციას ახდენს, ცდილობს მსაჯს უთხრას, რომ ეს პენალტია.
ხვიჩას შემდეგი რეაქციაც არ მომეწონა. მსაჯისკენ გაქცევისთვის ის ყვითელ ბარათს იმსახურებდა”, – თქვა კლატენბურგმა.
The post იყო თუ არა პენალტი კვარაცხელიას წაქცევის დროს – მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი მსაჯი განმარტავს appeared first on PNews.ge.