მეტეოროლოგი კობა
ფარტენაძე უახლოესი
დღეების ამინდის
პროგნოზის შესახებ
საზოგადოებას
აფრთხილებს:„19 იანვრის
საღამოსა და 20 იანვრის
ღამეს - დაბლობსა და ბარში
წვიმა ზოგან შესაძლოა
თოვლჭყაპში გადავიდეს,
თუმცა თოვლის საფარის
ჩამოყალიბება ნაკლებ
სავარაუდოა.ტემპერატურა
ყველგან იქნება დაბალი,
ზღვაზე ღელვა 5 ბალამდე
მოიმატებს, მდინარეებში კი
წყლის დონე მკვეთრად
მოიმატებს.ქვეყნის
ცალკეულ ტერიტორიაზე
სტიქიური პროცესების
განვითარების მაღალი
ალბათობის გამო,
ნათლისღების
დღესასწაულთან
დაკავშირებულ წყალში
შთაფლვის რიტუალთან
მიმართებაში, გთხოვთ
იყავით ფრთხილად“, - წერს
მეტეოროლოგი.