„იქნება მორგება ქართულ
ენაზე და საკანონმდებლო
სივრცეზე. ცვლილება თუ
შეეხება, შეეხება ისეთ
საკითხებს, როგორიც არის
ამერიკის შეერთებული
შტატების ნაცვლად
საქართველოს ჩაწერა და ა.შ.
“ - საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი,
ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარე, მამუკა
მდინარაძე უცხოელი
აგენტების ამერიკული
რეგისტრაციის აქტს
ეხმაურება, რომლის ზუსტი
თარგმანი იურიდიულმა
კომიტეტმა ერთხმად
მიიღო.მამუკა მდინარაძე
აცხადებს, რომ
კანონპროექტი ამერიკული
"ფარას" ზუსტი
ასლია.„არცერთი
დამატებითი პუნქტი, სიტყვა,
ფრაზა ამერიკულ კანონში
ჩამატებული არ იქნა და არ
იქნება. ეს იქნება სამი
მოსმენის ფარგლებში.
მხოლოდ და მხოლოდ იქნება
მორგება ქართულ ენაზე და
საკანონმდებლო სივრცეზე.
ცვლილება თუ შეეხება,
შეეხება ისეთ საკითხებს,
როგორიც არის ამერიკის
შეერთებული შტატების
ნაცვლად საქართველოს
ჩაწერა და ა.შ. მაგალითად,
იუსტიციის დეპარტამენტის
ნაცვლად, რომელიც ცალკე
საქართველოში არ არსებობს,
იქნება ანტიკორუფციული
ბიურო, იმიტომ, რომ ის
უფლებამოსილება, რაც აქვს
იუსტიციის დეპარტამენტს,
საქართველოში აქვს
ანტიკორუფციული ბიუროს,“ -
აცხადებს მამუკა
მდინარაძე.