„იქ უჩვეულო სამოქალაქო სოლიდარობის ხალხი დგას, ვინც ტყუილებს ავრცელებს ამ ხალხთან დაკავშირებით, სჯობს გამოვიდეს ქუჩაში, მოისმინოს მათი საუბარი, თავი დააღწიოს პარალელურ სამყაროს“ - ირაკლი ფავლენიშვილი

Primetime.ge 2 კვირის წინ 6
„იქ უჩვეულო სამოქალაქო სოლიდარობის ხალხი დგას, ვინც ტყუილებს ავრცელებს ამ ხალხთან დაკავშირებით, სჯობს გამოვიდეს ქუჩაში, მოისმინოს მათი საუბარი, თავი დააღწიოს პარალელურ სამყაროს“ - ირაკლი ფავლენიშვილი
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი, "დღის კურიერში" სუსი-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრობს, სადაც ნათქვამია, რომ "დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი"."ეს არის სუს-ის მორიგი განცხადება, რომელიც არის ძალადობის შესაძლო სცენარებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ასეთი განცხადება გვახსოვს, სხვათა შორის, როცა არ იყო ასე დაძაბული ვითარება, მანამდეც სუსი გამოირჩეოდა ხოლმე ამ განცხადებებს გაკეთებით. შეგიძლიათ ნახოთ თუნდაც 1989 წლის 9 აპრილის განცხადებები რუსული პროპაგანდისტული საშუალებების, იგივე თუნდაც ლუკაშენკოს რეჟიმში ან პუტინის რეჟიმში გაკეთებული განცხადებები, სადაც მთავარი მოძალადეები და მთავარი დამრბევები, ორგანიზატორები და კოორდინატორები აბრალებდნენ ხოლმე სხვა აქტორებს ძალადობრივი სცენარების მომზადებას. როცა ადამიანებს ყოველდღიურად უსწორდები ქუჩაში ფიზიკურად, როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს აკავებ, უდებ ნარკოტიკს, თავპირს ულეწავ და შემდეგ პირში აფურთხებ და ასე ექცევი ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს და კიდევ ძალადობას აბრალებ სხვას, ეს ყოველგვარ მორალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოს არის გაცდენილი. პირობითად ვამბობ, სუს-ს თუ სურდა აღეკვეთა ძალადობა, მაშინ არ უნდა გამხდარიყო ივანიშვილის რეპრესიული აპარატის მთავარი კოორდინატორი.მე გამოვრიცხავ იმას, რომ ძალადობით დაინტერესებული იყოს ვინმე და არეულობით, გარდა ივანიშვილისა ამ ქვეყანაში. იქ უჩვეულო სამოქალაქო სოლიდარობის ხალხი დგას, ვინც საოცარ ტყუილებს ავრცელებს ამ ხალხთან დაკავშირებით, სჯობს გამოვიდეს, ქუჩაში დადგეს, მოისმინოს მათი საუბარი, მათი ინტერვიუები, თავი დააღწიოს ამ პარალელურ სამყაროს, რომლის შექმნასაც ივანიშვილი თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით ცდილობს. რადიკალებს და ათასგვარ უბედურებას უწოდებენ ხალხს, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა და რომელთაც არ სურთ, რომ მათმა ოჯახებმა იცხოვრონ ყოველგვარ პერსპექტივას მოკლებულ დიქტატორულ ქვეყანაში", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია