„ქართული ოცნების“ პარლამენტმა კანონში ცვლილებები დააინიცირა, რომლითაც უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნა კონკურსის წესით და სანაცვლოდ დეპუტატებს ენიჭებათ კანდიდატთა წარდგენის უფლებამოსილება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნად კანდიდატებს მინიმუმ შვიდი დეპუტატი წარადგენს. ამჟამად ამ წევრებს პარლამენტი ნიშნავს კონკურსის წესით. ცვლილებების მიღების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ან მისი ფსევდოოპოზიციონერი დეპუტატები კანდიდატებს წარადგენენ და მათ ერთპარტიული პარლამენტი დანიშნავს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც სასამართლო სისტემას უწევს ზედამხედველობას. იგი 15 წევრისგან შედგება. მათგან ექვსი არამოსამართლე წევრია: ერთს ნიშნავს პრეზიდენტი, ხუთს კი პარლამენტი. ორივე სახელმწიფო ინსტიტუტს – პარლამენტსაც და პრეზიდენტსაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/10/2024 – TI საქართველოს ანგარიში 2020-2024 წლებში კორუფციის, სასამართლოს, პარლამენტისა და მედიის მდგომარეობის შესახებ
- 15/07/2024 – პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დანიშნა
- 22/05/2024 – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე უვადოდ დანიშნა
- 03/04/2024 – კომენტარები „ვეტინგისა“ და სასამართლო სისტემის შესახებ
- 25/03/2024 – მოსამართლეთა კონფერენციამ „ვეტინგი“ დაგმო და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი აირჩია