იუსტიციის სახლების
რაოდენობამ ქვეყნის
მასშტაბით 125 შეადგინა, 2012
წელს კი, მხოლოდ 12 იუსტიციის
სახლი ფუნქციონირებდა
ქვეყნის მასშტაბით, – ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ პარლამენტში
ყოველწლიური მოხსენებით
გამოსვლისას
განაცხადა.როგორც ირაკლი
კობახიძემ აღნიშნა,
გრძელდება იუსტიციის
სახლების მშენებლობა,
საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში აშენდა 6
ახალი იუსტიციის
სახლი.„იუსტიციის
სახლების რაოდენობამ
შეადგინა ქვეყნის
მასშტაბით, 125. აქაც მინდა,
შეგახსენოთ, რომ 2012 წელს
მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი
ფუნქციონირებდა ქვეყნის
მასშტაბით. 10-ჯერ არის
გაზრდილი იუსტიციის
სახლების რაოდენობა და
ქვეყნის მასშტაბით, ძალიან
მალე იუსტიციის სახლები
მოიცავს ქვეყნის მთელ
ტერიტორიას. გარდა ამისა,
წარმატებით მოქმედებს
მობილური იუსტიციის
სახლის პროექტი, რომელიც 143
სოფელში არის
ხელმისაწვდომი,
შესაბამისად, პრაქტიკულად
მთელი ქვეყანა დაფარულია
იუსტიციის სახლების
მომსახურებით, დაახლოებით
500 მომსახურებას უწევენ
იუსტიციის სახლები ჩვენს
მოქალაქეებს“, – განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.ამასთან,
მისივე თქმით, გაგრძელდა
მიწის სისტემური
რეგისტრაციის პროგრამა,
საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში აიზომა 810
ათასი მიწის ნაკვეთი,
აქედან დარეგისტრირდა 553
ათასი მიწის ნაკვეთი.