2003 - 2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე დღეს გაჟღერდა,
რომ ისკანდერი რუსეთის
ფედერაციამ 2008 წლის 12
აგვისტოს, მაშინ გამოიყენა,
როდესაც ქართულ მხარეს
უკვე შეწყვეტილი ჰქონდა
საბრძოლო მოქმედებები და
გორში მხოლოდ მშვიდობიანი
მოსახლეობა იმყოფებოდა.
მტკიცებულება შეგნებულად
გააქრეს. იუსტიციის
სამინისტროს წლები
დასჭირდა, რომ ისკანდერის
ნაწილებისთვის მიეკვლია, -
წერს სოციალურ ქსელში
„ხალხის ძალის“ წევრი
თამთა
მეგრელიშვილი.მეგრელიშვილის
თქმით, თუ სად გაქრა
კასეტური რაკეტა და ვინ
იდგა ამის უკან და სხვა
სახის დანაშაულებს ნათელი
მოეფინება.მისივე თქმით,
მომავალი თაობა უნდა
იცნობდეს ქვეყნის
მოღალატეებს!„2003 - 2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისია ისტორიული
მნიშვნელობის საქმეს
შეუდგა.კომისიის
შემადგენლობა და ამ
საქმეში ჩართული ყველა
სხვა პირი ქვეყნის შიგნით
დაიცავს საქართველოს
ინტერესებს და მიხეილ
სააკაშვილის პოლიტიკური
მოღვაწეობის მოღალატეობის
მამხილებელ დოკუმენტს
შექმნის.დოკუმენტი
შეიქმნება
მტკიცებულებებზე
დაყრდნობით და ეს
დოკუმენტი ახალ ისტორიას
დაწერს.2003 - 2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე დღეს
გაჟღერდა, რომ ისკანდერი
რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის
12 აგვისტოს, მაშინ
გამოიყენა, როდესაც ქართულ
მხარეს უკვე შეწყვეტილი
ჰქონდა საბრძოლო
მოქმედებები და გორში
მხოლოდ მშვიდობიანი
მოსახლეობა იმყოფებოდა.ეს
კასეტური რაკეტა
გამოირჩეოდა
განსაკუთრებული სიზუსტით
და წარმოადგენდა ოქროს
მტკიცებულებას იმისთვის,
რომ საერთაშორისო
სასამართლოებში
საქართველოს
დაედასტურებინა, რომ იგი
მშვიდობიანი მოსახლეობის
მიმართ დამიზნებით,
განზრახვით იქნა
გამოყენებული რუსეთის
მხრიდან, თუმცა,
მტკიცებულება არათუ
საქმეში, საქართველოშიც კი
არ აღმოჩნდა.მტკიცებულება
შეგნებულად
გააქრეს!ქართულ მხარეს
მხოლოდ ისკანდერის
ამსახველი კადრები და
ფოტომასალა ჰქონდა, რაზეც
რუსული მხარე იცინოდა, რომ
ფოტოშოპი იყო, შესაბამისად,
იუსტიციის სამინისტროს
წლები დასჭირდა, რომ
ისკანდერის ნაწილებისთვის
მიეკვლია და საქართველოში
მანამდე ჩამოტანა მოესწრო,
სანამ სასამართლოები
გადაწყვეტილებებს
გამოიტანდნენ.სად გაქრა
კასეტური რაკეტა და ვინ
იდგა ამის უკან და სხვა
სახისდანაშაულებს ნათელი
მოეფინება და მომავალ
თაობებს რომლებსაც
საკუთარ თავზე არ
გამოუცდიათ „ნაციონალური
მოძრაობის“ პოლიტიკური
მოღვაწეობის
დანაშაულებრივი პრაქტიკა
ინფორმაცია დოკუმენტურად
მიეწოდებათ.მომავალი
თაობა უნდა იცნობდეს
ქვეყნის მოღალატეებს!“, -
წერს თამთა მეგრელიშვილი.