იუსტიციის სამინისტრო 2025
წელს საგრანტო პროგრამის
ფარგლებში გამოვლენილ 8
პროექტს დააფინანსებს.
გამარჯვებულ
ორგანიზაციასა და ფიზიკურ
პირებთან ხელშეკრულებები
დღეს გაფორმდა.გრანტის
მიმღებ პირებს იუსტიციის
მინისტრის მოადგილეები
ბექა ძამაშვილი, ერეკლე
ღვინიანიძე, ნიკო
თათულაშვილი და
სამინისტროს
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი მანანა
ბეგიაშვილი
შეხვდნენ.შეხვედრაზე ხაზი
გაესვა გამარჯვებული
პროექტების
მრავალფეროვნებასა და
აქტუალობას.საგრანტო
კონკურსის მიზანია
იუსტიციის სამინისტროს
საქმიანობის პრიორიტეტული
მიმართულებების
გაძლიერება, სისტემის
საქმიანობაში სამოქალაქო
საზოგადოების
მონაწილეობის ხელშეწყობა
და სამოქალაქო
ინიციატივების
მხარდაჭერა.იუსტიციის
სამინისტრომ მორიგი
საგრანტო პროგრამა 2024 წლის
ნოემბერში გამოაცხადა.
კონკურსის პრიორიტეტული
მიმართულებები იყო
ადამიანის უფლებების
დაცვის გაძლიერება,
ინოვაციური სერვისების
დანერგვა და
სამართლებრივი
უსაფრთხოების
განმტკიცება. კონკურსის
ფარგლებში, ჯამში, 30
საპროექტო განაცხადი იყო
წარმოდგენილი, რომელთაგან 8
საუკეთესო შეირჩა.
საგრანტო კონკურსის
გამარჯვებული პროექტების
ჩამონათვალი იხილეთ
აქ.იუსტიციის სამინისტრო
საგრანტო კონკურსს
ყოველწლიურად აცხადებს.
2021-2024 წლებში უწყებამ 48
პროექტი, ჯამში, 1 080 619 ლარით
დააფინანსა. სამინისტროს
წარმომადგენლები
პროექტების მიმდინარეობის
მონიტორინგსა და
მხარდაჭერას რეგულარულად
ახორციელებენ.