საქართველოს იუსტიციის
მინისტრი პაატა სალია
გორში შიდა ქართლის
რეგიონული არქივის ახალი
შენობის სამშენებლო
სამუშაოებს
გაეცნო.იუსტიციის
მინისტრმა, მოადგილეებთან
ერთად, არქივის საცავები,
სამკითხველო დარბაზი და
სამუშაო სივრცე
დაათვალიერა.1840 კვ.მ.
ფართობის 4-სართულიან
შენობაში გორის, ქარელის,
ხაშურისა და კასპის
მუნიციპალიტეტის 340
ათასამდე დოკუმენტი
განთავსდება და 2025 წლიდან
შიდა ქართლის რეგიონის
ისტორიული მასალა
თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისად შეინახება,
ამასთან, მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდება
თანამშრომელთა სამუშაო
პირობები.