იუსტიციის მინისტრმა ანრი
ოხანაშვილმა პირველი
მოადგილის თანამდებობაზე
ლევან ხარანაული დანიშნა, -
ინფორმაცია საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს
Facebook-გვერდზე
ვრცელდება."ლევან
ხარანაული სამართლის
დოქტორი და თსუ-ის
იურიდიული ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორია.
აქვს საჯარო სამსახურში
მუშაობის და აკადემიური
საქმიანობის მრავალწლიანი
გამოცდილება; არის არაერთი
სამეცნიერო კვლევისა და
მონოგრაფიის ავტორი", -
ვკითხულობთ პოსტში.